უპასუხისმგებლო დამსაქმებლის შემთხვევაში, თავად დასაქმებულებმა უნდა იაქტიურონ, რათა კომპანიებმა მათზე ინფორმაცია მოგვაწოდონ – ფინანსთან მინისტრი კომპენსაციებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
917 21 მაისი 2020, 13:43

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების შესახებ ფინანსთა სამინისტროს 20 ათასამდე კომპანიამ 78 ათასი დასაქმებულის შესახებ გადასცა მონაცემები. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შეფასებით, დამსაქმებელთა ნაწილს ამ დრომდე არ წარუდგენია ყოფილი თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია.

„ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ დამსაქმებლები ფიქრობენ, რომ ადამიანებს, ვინც საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებამდე დაკარგეს სამსახური, ეს კომპენსაცია არ ერგებათ. ამას გარდა, არის უპასუხისმგებლობისა და დაუდებვრობის შემთხვევები, როცა დამსაქმებელმა გაუშვა თანამშრომელი და აღარც კითხულობს. ალბათ, ამ შემთხვევაში, თავად დასაქმებულებმაც უნდა იაქტიურონ და რამენაირად უნდა მოგვაწოდონ კომპანიებმა მათზე ინქორმაცია. შეიძლება, დამსაქმებელი ანაზღაურებას ხელზე აძლევდა და მისი საბაკო ანგარიშიც არ იცის. უნდა დაურეკოს, მოიკითხოს, გამოგვიგზავნოს მისი ინფორმაცია. არიან დამსაქმებლები, რომლებიც ხედავდნენ განაცემში, რომ ადამიანმა პირველ კვარტალში ერთხელ მაინც მიიღო ხელფასი, დღეს ხედავენ, რომ აღარაა ეს ადამიანი განაცემში და კომპანია არ წარადგენს მის მონაცემებს. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც, ნებისმიერ პერიოში, 1-ელ ივნისამდე შეუწყდა ხელფასი, უნდა წარმოგვიდგინოს ასეთი დასაქმებულის შესახებ ინფორმცია“, – განაცხადა ფინასთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანმა დამსაქმებლებს მოუწოდა, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია იმ დასაქმებულების შესახებ, ვისაც სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი ეკუთვნით, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი