ლევან კოჭლოშვილი: რადიკალური ოპოზიციის სალოცავია ბრიუსელი, ქართველი ხალხის უმრავლესობის რჩეული ხელისუფლებისთვის კი სალოცავია ქრისტეს ეკლესია. საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს მმართველი პარტიის ის შედეგი, რომელიც მიიღო ისტორიულ არჩევნებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 18 ნოემბერი 2024, 10:35
ერთი რამ ცხადია, რომ რადიკალური ოპოზიციის სალოცავია ბრიუსელი, ქართველი ხალხის უმრავლესობის რჩეული ხელისუფლებისთვის კი სალოცავია ქრისტეს ეკლესია. მათი ზნეობრივი სახეა რამდენჯერმე გათხოვილი კაცი მიხეილ როთი, ჩვენი სულიერი წინამძღოლი კი საქართველოს თვითმყოფადობის გარანტი, 91 წლის ბრძენი პატრიარქია, რომელსაც უსამშობლო აგენტები ქვეყნის მთავარ მტრად მიიჩნევენ, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი.

მისივე თქმით, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს მმართველი პარტიის ის შედეგი, რომელიც მიიღო ისტორიულ არჩევნებში.
„მას შემდეგ რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ოპოზიციას პარლამენტში ქვეყნის სასიკეთო საქმიანობისკენ მოუწოდა, მისი უწმინდესობის მოწოდების პარალელურად, კოლექტიური ნაცმოძრაობის ოთხივე რადიკალურმა დაჯგუფებამ ანტისახელმწიფოებრივი აქცია დაგეგმა და რეგიონებიდან მოსახლეობის ჩამოყვანის მიზნით დიდძალი თანხის მობილიზება განახორციელა.
ერთი რამ ცხადია, რომ რადიკალური ოპოზიციის სალოცავია ბრიუსელი, ქართველი ხალხის უმრავლესობის რჩეული ხელისუფლებისთვის კი სალოცავია ქრისტეს ეკლესია. მათი ზნეობრივი სახეა რამდენჯერმე გათხოვილი კაცი მიხეილ როთი, ჩვენი სულიერი წინამძღოლი კი საქართველოს თვითმყოფადობის გარანტი, 91 წლის ბრძენი პატრიარქია, რომელსაც უსამშობლო აგენტები ქვეყნის მთავარ მტრად მიიჩნევენ. ქვეყნის მტრების ბელადია სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებში მსჯავრდადებული და ბრალდებული, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დიქტატორი სააკაშვილი, ხოლო მეორე მხარეს არის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, ფილანთროპი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 12 წლის წინ წელში გატეხა შეუზღუდავი ძალაუფლებით აღჭურვილი ფაშისტური დაჯგუფება. შესაბამისად საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს მმართველი პარტიის ის შედეგი, რომელიც მიიღო ისტორიულ არჩევნებში“, - წერს ლევან კოჭლოშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე: საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? -აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
გია აბაშიძე: საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელები აშშ-ში მართავენ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაღაც არ იგრძნობა ეს ე.წ. იზოლაცია
არქივი