დავით ქართველიშვილი გვარამიაზე: ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ აგულიანებს პანკისის ხეობის ახალგაზრდა ქისტებს „ყველაფერზე წასასვლელად". არც ამჯერად გამოგივათ ეს მზაკვრობა. ქართველების და ქისტების ნერვებზე თამაშს ნუ შეეცდებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 17 ნოემბერი 2024, 23:53

ჯერ კიდევ გახარიას ჰქონდა მცდელობა ეთნიკურ ნიადაგზე, პოლიციასთან განზრახ პროვოკაციის გზით მოეხდინა ეთნიკური დაპირისპირება ქისტებთან. ახლაც, კადრებში ჩანს, რომ ამ ნაცად, თუმცა ყოველ ჯერზე წარუმატებელ „იარაღს" დღეს უკვე გვარამია მიმართავს , - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გავრცელებულ ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სავარაუდოდ, 10-მდე ქისტი პირი ალკოჰოლურ სასმელს იღებს და აცხადებს, რომ რომ „მზად არიან ბრძოლისთვის და დაჯახებისთვის".

„ჯერ კიდევ გახარიას ჰქონდა მცდელობა ეთნიკურ ნიადაგზე, პოლიციასთან განზრახ პროვოკაციის გზით მოეხდინა ეთნიკური დაპირისპირება ქისტებთან პანკისის ხეობაში. პანკისის თემის აგორება არახალია და მას წლების განმავლობაში ცდილობდნენ ძირითადად რუსეთის სპეცსამსახურები, რათა შემდგომში გაემართლებინათ საქართველოში თავისი „ანტიტერორისტული" შემოჭრა.

გახარიამდე რამდენიმე წლით ადრე, დღემდე იდუმალებით მოცული „ლაფანყურის ოპერაციით" სააკაშვილი ცდილობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ასევე ეთნიკური დაპირისპირების ფონზე მაქსიმალურად გადაეფარა საკუთარი რეჟიმის გარდაუვალი კრახის იურიდიული გაფორმება.

ამის შემდეგ გვახსოვს დიდი ყასაბის, სახელმწიფო მართვის დარგში დოქტორის - იოსებ გოგაშვილის „გმირული" სპეცოპერაციები პანკისში და ამით გამოწვეული მრავალწლიანი დაძაბული ფონი გამწარებულ ადგილობრივ მოსახლეობასთან.

ახლაც, კადრებში ჩანს, რომ ამ ნაცად, თუმცა ყოველ ჯერზე წარუმატებელ „იარაღს" დღეს უკვე გვარამია მიმართავს - ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ აგულიანებს პანკისის ხეობის ახალგაზრდა ქისტებს „ყველაფერზე წასასვლელად".
არც ამჯერად გამოგივათ ეს მრავალგზის გაშიფრული მზაკვრობა. ქართველების და ქისტების ნერვებზე თამაშს ნუ შეეცდებით - მათი გაერთიანებული მუშტი მოხვდება თქვენს გალიბერასტებულ თავებს.

მაგრამ ფაქტად - საზოგადოებამ ეს მცდელობა თუ ჩანაფიქრი უნდა იცოდეს. ვერც ქისტებს გადააქცევთ პოლიტ-შაჰიდებად და ვერც უკრაინელ მებრძოლებს გაატერორისტებთ. ამ სახელმწიფოსთან თქვენს სახიფათო „ხუმრობებს" სულ ახლო მომავალში საბოლოო წერტილი დაესმება”, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი