გიორგი მამარდაშვილი: ამინდმა ხელი არ შეგვიწყო, ფრე ლოგიკური შედეგი იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 17 ნოემბერი 2024, 01:47

ჩემი აზრით, დღეს ორივე გუნდი თანაბრად იმსახურებდა მოგებას. არც ჩვენ და არც მათ ამინდმა ხელი არ შეგვიწყო, კარგად რომ გვეთამაშა - ფრე ლოგიკური შედეგი იყო,- განაცხადა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა უკრაინის ნაკრებთან მატჩის ფრედ დასრულების შემდგომ.

„ჯგუფში დაძაბული ვითარებაა. მგონია, რომ ჩეხეთთან რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება, რადგან გასვლაზე თამაში არასოდეს არ არის მარტივი. თუმცა, კარგი შემართებით მივდივართ, რადგან ვიცით, რომ აუცილებლად მოსაგები მატჩია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ.

ჩემი აზრით, დღეს ორივე გუნდი თანაბრად იმსახურებდა მოგებას. არც ჩვენ და არც მათ ამინდმა ხელი არ შეგვიწყო, კარგად რომ გვეთამაშა. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ფრე ლოგიკური შედეგი იყო“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

საქართველოსა და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა. ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს ჩეხეთთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
ვილი სანიოლი ჩეხეთთან მატჩზე: მთავარია, როგორც უკანასკნელი ტურის შეხვედრას შეეფერება, დიდი მოტივაცია და აგრესია გამოვიჩინოთ და ფოკუსირებული ვიყოთ მხოლოდ საკუთარ თავზე
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთში ჩავიდა
ვილი სანიოლი: სულ რაღაც 5 წლის წინ D ლიგაში ვიყავით, ახლა A-ში დაწინაურებას ვლამობთ. შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს. ოლომოუცში ამბიციურად მივემგზავრებით!..
ხვიჩა კვარაცხელია: ბოლოს გავჩერდი და ვიფიქრე, ისევ გაგვიტანეს-მეთქი. ამ დროს გამოჩნდა გმირი, მამარდაშვილი და გადაგვარჩინა - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩეხეთთან მოვიგოთ
არქივი