თამარ ჩიბურდანიძე ცესკოში მომხდარ ფაქტზე: თუკი დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას. დაიღალა საზოგადოება ამ პოლიტიკური კრიმინალებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 16 ნოემბერი 2024, 13:36

ქართველ ხალხს რა ვუთხარი, რომ არ მისცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლებას, რათა დაესრულებინათ ეს ფულზე გაყიდული ოპოზიცია, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც ცესკოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

მისივე თქმით, ცესკოში განვითარებული მოვლენების შემდეგ თუ დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას.

„ის, რაც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოხდა, არავის გაჰკვირვებია და სწორედ ეს არის უბედურება. უკვე მიეჩვია საზოგადოება ოპოზიციის უსინდისო და უღირსს ქმედებებს. რამდენი წელია ამ პოლიტიკურ შიზოფრენიას ვუყურებთ, რომელსაც ბოლო არ უჩანს.

ქართველ ხალხს რა ვუთხარი, რომ არ მისცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლებას, რათა დაესრულებინათ ეს ფულზე გაყიდული ოპოზიცია. რადგან მათ აღვირახსნილ ქმედებას ბოლო არ უჩანს, აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი პასუხი გაეცეს ყველაფერს. თუკი დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას. დაიღალა საზოგადოება ამ პოლიტიკური კრიმინალებით.

მსგავსი პოლიტიკური შოუს მნახველი კიდევ გავხდებით ამ დღეებში, მაგრამ ეს იქნება სწორედ მათი მოღვაწეობის დასასრული,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე: საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? -აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
გია აბაშიძე: საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელები აშშ-ში მართავენ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაღაც არ იგრძნობა ეს ე.წ. იზოლაცია
არქივი