საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 15 ნოემბერი 2024, 17:54
15 ნოემბერს, სასტუმრო ,,ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2024 წლის სპორტული შედეგებით სხვადასხვა   ნომინაციებში გამარჯვებულთა  დაჯილდეობის ცერემონიალი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე , ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  დაჯილდოვდებიან წლევანდელი წლის  ღვაწლმოსილი იუბილარები- რუსუდან სიხარულიძე, მაია აზარაშვილი, მარიამ გიორგობიანი, კონსტანტინე ლაშხი, ვახტანგ ბლაგიძე, თამაზ იმნაიშვილი, თემურ ჯაფარიძე, დემიკო ლოლაძე, გიორგი კანდელაკი, ალექსი დავითაშვილი.

სეოკ-ის პერსონალური ჯილდოთი  ოლიმპიური თამაშების ფართოდ და პროფესიონალურად გაშუქებისთვის დაჯილდოვდნენ  პირველი არხის ჟურნალისტები: გიორგი თვალაბეიშვილი, გიგა გვენცაძე და დავით ბანანაშვილი. 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ფოტომატიანეს შექმნისთვის ფოტოგრაფები - ხატია ჯიჯეიშვილი და ლაშა კუპრაშვილი. ოლიმპიური სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვენოლვანი წვლილისთვის - სილქ მედია ჯგუფი.

2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებზე მოპოვებული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის  სპეციალური პრიზით - ოლიმპიური ალი დაჯილდოვდნენ  პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები - ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე, გივი მაჭარაშვილი და ლაშა გურული.

სეოკ-ის მიერ განსაზღვრული ნომინაციებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

2024 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ  პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები - ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი(თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა ტალახაძე ( ძალოსნობა).

2024 წლის საუკეთესო მწვრთნელებად - ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო), გიორგი იანტბელიძე ( თავისუფალი ჭიდაობა), გიორგი ასანიძე ( ძალოსნობა)

2024 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა (ფიგურული ციგურაობა)

2024 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)

2024 წლის საუკეთესო სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში - გიორგი მამარდაშვილი (ფეხბურთი)

2024 წლის აღმოჩენა - ,, ოლიმპიური იმედი“ - მარიამ ფროდიაშვილი (ტყვიის სროლა)

2024 წლის აღმოჩენა - ,, ოლიმპიური იმედი“- გიორგი ჩხიკვაძე ( ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

2024 წელს ოლიმპიური თემატიკის საუკეთესო გაშუქებისთვის - საქართველოს პირველი არხი

2024 წელს ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი -კახაბერ მოცრაძე (ძიუდო)

2024 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის - სეოკ-ის გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი)

2024 წლის სეოკ-ის საუკეთესო რეგიონალური ორგანიზაცია -სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია (ხელმძღვანელი რევაზ რობაქიძე).
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი