ედიშერ გვენეტაძე - ოპოზიციას რომ აღარაფერი დარჩენია, იძახიან პარლამენტში არ შევალთ და ლეგიტიმაციას არ მივცემთო. არანაირი აზრი არ აქვს თქვენს ფაფხურს, ვინაიდან 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს 4 წლით ლეგიტიმაცია მიცემული აქვს ქართველი ხალხისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 13 ნოემბერი 2024, 12:50

„ოპოზიციას მეტი რომ აღარაფერი დარჩენიათ სალაყბო, ახლა გამოვიდნენ და იძახიან პარლამენტში არ შევალთ და ამით პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთო. ვის სჭირდება თქვენი ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია ახლად არჩეულ პარლამენტს ანუ 89 დეპუტატით არჩეულ ქართულ ოცნებას მისცა ქართველი ამომრჩევლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ - 1 მილიონ 200 ათასმა ადამიანმა,“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

„ე.წ. ოპოზიციას არც შინ და არც გარედ არაფერი გაუვიდა  და ქუჩებში თითო-ოროლა გზააბნეული უპატრონო ბატებივით დაბორიალობენ. ამდენად მეტი, რომ აღარაფერი დარჩენიათ სალაყბო, ახლა გამოვიდნენ და იძახიან პარლამენტში არ შევალთ და ამით პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთო. ვის სჭირდება თქვენი ლეგიტიმაცია. როთს და მის თანამეინახეებს? შეგახსენებთ. როთი წავიდა პოლიტიკიდან და დროა თქვენც მიჰყვეთ მას უკან. როგორც ამ დრომდე აკეთებდით- ყველგან და ყველაფერში კუდში, რომ დაჰყვებოდით. იზიარებდით და აზიარებდით მის შეხედულებებსა და ქმედებებს. ლეგიტიმაცია ახლად არჩეულ პარლამენტს ანუ 89 დეპუტატით არჩეულ ქართულ ოცნებას მისცა ქართველი ამომრჩევლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ - 1 მილიონ 200 ათასმა

ადამიანმა. ამიტომაც ახლა თქვენი ხავილი იმისა პარლამენტში არ შევალთ და ამით ლეგიტიმაციას არ მივცემთ მე-11 მოწვევის პარლამენტსო, ეს ჰგავს აბდუშაჰილის და ბაში აჩუკის ჭიდაობის შემდგომ ქართველთა შეძახილს. სახელდობრ, ქართველმა ხალხმა ე.წ. ოპოზიციავ მმართველ პარტიასთან ერთად ბეჭებზე დაგდოთ მთელ საქართველოში და ახლა გინდთ "შადით და გინდ გამოდით". მიწაზე საგულდაგულოდ გართხმულ - გაგორებულ გვარამიებს, მელიებს, ვაშაძეებს, ხოშტარიებს, ბოკუჩავებს, გუბაზებს....მაინც არაფერი გეშველებათ და არანაირი აზრი არ აქვს თქვენს წაღმა-უკუღმა ფაფხურს. ვინაიდან 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს 4 წლით ლეგიტიმაცია მიცემული აქვს ქართველი ხალხისგან,“- წერს ედიშერ გვენეტაძე. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: სავარაუდოდ, ტრამპმა ზელენსკის ვატიკანში შეხვედრისას რაღაც ისეთი შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტი უარს ვეღარ იტყოდა
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე: საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? -აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
არქივი