ლევან ნიკოლეიშვილი - ამიტომაც ჰქვია ოპოზიციას და ჯერ კიდევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უსამშობლო, რომ საქართველოსა მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მიდიან. ამბობენ, ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთო- ახალ პარლამენტს ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია აქვს, ეს ქართველი ხალხის ლეგიტიმაციაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 13 ნოემბერი 2024, 12:45

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის ლეგიტიმაციის შესახებ ოპოზიციის შეფასებებზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ პარლამენტს არა ოპოზიციის, არამედ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია სჭირდება.

ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, ამიტომაც ჰქვია ოპოზიციას და ჯერ კიდევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უსამშობლო, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მიდიან.

მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელსაც უკვე ხალხიც ვერ გამოჰყავს ქუჩაში, ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა არჩევნებში დარღვევების შესახებ, სრულიად გაკოტრებულია, მხოლოდ უცხოეთიდან ელოდება რაიმე სახის ხავსიან მაშველ რგოლს.

„ამიტომაც ჰქვია ოპოზიციას და ჯერ კიდევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უსამშობლო, რომ საქართველოსა და მისი მოქალაქეების ნების წინააღმდეგ მიდიან. რამდენი ფაქტის გახსენება შეგვიძლია, როგორ დაძრწოდნენ ევროსტრუქტურებში და მუხლებზე დაჩოქილები იხვეწებოდნენ, რომ ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოეცათ, ახლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვენ, სანქციები იმდენჯერ მოითხოვეს სათვალავი აგერევა კაცს, რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა, ქვეყნის დაქცევა თუ განადგურების მცდელობა ლამის ჩვეულებრივი ამბავი გახდა, ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა, ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ეკლესიის შეურაცხყოფა, ესეც მათი ხელწერაა.

ახლა კი დამდგარან და ამბობენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთო, აქაც ხალხის წინააღმდეგ მიდიან საქართველოს. მოსახლეობის უმრავლესობამ, მილიონზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობას და ქვეყნის განვითარებას, ამისთვის კი თავიანთ რჩეულებს ხმაც მისცა და შესაბამისად ქვეყნის მართვის ლეგიტიმაციაც. ოპოზიცია, რომელსაც უკვე ხალხიც ვერ გამოჰყავს ქუჩაში, ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა არჩევნებში დარღვევების შესახებ, სრულიად გაკოტრებულია, მხოლოდ უცხოეთიდან ელოდება რაიმე სახის ხავსიან მაშველ რგოლს. არჩევნები შედგა, ახალ პარლამენტს ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია აქვს, ეს ქართველი ხალხის ლეგიტიმაციაა!,“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი