დავით ჩიხელიძე: გვარამიას აღიარება, რომ არჩევნებს მხოლოდ ოპოზიცია არ აღიარებს შემთხვევითი არ არის, როგორც ჩანს, ოპოზიციის პარტნიორი დასავლეთი, დარწმუნდა, რომ არჩევნებმა ადმინისტრირების მაღალი ხარისხის ფონზე ჩაიარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 13 ნოემბერი 2024, 12:32

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის უკან ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ არჩევნებს დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა, გუშინ კი გვარამიამ მორიგი წამოცდენა გააკეთა, „როცა პარლამენტში არც ერთი პარტია არ შედის, ნიშნავს, რომ ოპოზიციური ნაწილი არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას" მსოფლიო არ აღიარებიდან, ოპოზიციის არ აღიარებამდე დავედით, რაც დიდი პროგრესია,- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის განცხადებით, გვარამიას აღიარება, რომ არჩევნებს მხოლოდ ოპოზიცია არ აღიარებს შემთხვევითი არ არის და როგორც ჩანს, ოპოზიციის პარტნიორი დასავლეთი, დარწმუნდა, რომ არჩევნებმა ადმინისტრირების მაღალი ხარისხის ფონზე ჩაიარა, სადაც დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, პარლამენტს ლეგიტიმაციას არა დასავლეთი ან ოპოზიცია, არამედ ქართველი ხალხი აძლევს, რომელმაც თავისუფალი არჩევნების პირობებში საკუთარი არჩევანი გააკეთა და მმართველ გუნდს ნდობა გამოუცხადა.

„შესვლა? არ შესვლა? საკითხავი აი ეს არის! არჩევნების შემდეგ საქართველოში ერთ ერთი აქტუალური საკითხი ოპოზიციის პარლამენტში შესვლა არ შესვლა არის, ოპოზიცია დღემდე ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამტკიცებს აღქმების დონეზე, ფაქტობრივი მტკიცებულება რა თქმა უნდა არ აქვთ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გაყალბება არ მომხდარა, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის უკან ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ არჩევნებს დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა, გუშინ კი გვარამიამ მორიგი წამოცდენა გააკეთა, "როცა პარლამენტში არცერთი პარტია არ შედის, ნიშნავს, რომ ოპოზიციური ნაწილი არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას" მსოფლიო არ აღიარებიდან, ოპოზიციის არ აღიარებამდე დავედით, რაც დიდი პროგრესია. გვარამიას აღიარება, რომ არჩევნებს მხოლოდ ოპოზიცია არ აღიარებს შემთხვევითი არ არის, როგორც ჩანს ოპოზიციის პარტნიორი დასავლეთი, დარწმუნდა, რომ არჩევნებმა ადმინისტრირების მაღალი ხარისხის ფონზე ჩაიარა, სადაც დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. დასავლეთი არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ აყენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გვარამია არ იტყოდა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას მხოლოდ ოპოზიცია არ აღიარებს! პარლამენტს ლეგიტიმაციას არა დასავლეთი ან ოპოზიცია, არამედ ქართველი ხალხი აძლევს, რომელმაც თავისუფალი არჩევნების პირობებში საკუთარი არჩევანი გააკეთა და მმართველ გუნდს ნდობა გამოუცხადა“,- წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
გია აბაშიძე: საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელები აშშ-ში მართავენ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაღაც არ იგრძნობა ეს ე.წ. იზოლაცია
ზურაბ ქადაგიძე: ვიცე-პრემიერის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შტატებში ვიზიტი და უმაღლეს საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრები, კიდევ ერთი ხაზგასმაა, საქართველოს, როგორც ევროპა აზიის გზაჯვარედინის როლისა
გიორგი ცუცქირიძე სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტზე: ნიშანდობლივია, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი
ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო იმისთვისაა, რომ ორგანიზაციებს ეროვნული დაფინანსების წყარო გაუჩნდეთ. 20 მილიონი დიდი თანხა არაა, მაგრამ საკმარისია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყანაში არ იყოს მიბმული უცხოურ ფულზე
არქივი