ზაალ ანჯაფარიძე The Economist Intelligence Unit-ზე: როდესაც ასეთი გავლენიანი ორგანიზაცია თვლის, რომ საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო 22-ე ადგილზეა, რატომ უნდა დაიჯეროს ვინმემ „ენჯეოების“ და ოპოზიციის ბოდვები?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 13 ნოემბერი 2024, 11:56

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, მსოფლიო ბანკის მიერ Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის მიხედვით, საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირის შედეგებს ეხმიანება, რომლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-11 ადგილზეა, შეფასების 11-წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მისი განცხადებით, როცა ასეთი გავლენიანი ანალიტიკური ცენტრი თვლის, რომ საქართველო კორუფციის სიმცირის მხრივ, საუკეთესო შედეგს აჩვენებს, არავინ უნდა დაიჯეროს არასამთავრობოების ან რადიკალური ოპოზიციის საუბარი კორუფციის აყვავებაზე. ანჯაფარიძე აცხადებს, რომ თავად რადიკალებმაც იციან, რომ ტყუიან, თუმცა, გადახდილია.

"The Economist Intelligence Unit არის ძალიან ავტორიტეტული გამოცემა და გავლენიანი ანალიტიკური ცენტრი მთელი მსოფლიოსთვის. ვინც არ იცის, შეუძლია გადაამოწმოს.
და როდესაც ასეთი გავლენიანი ორგანიზაცია თვლის, რომ საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზეა, რატომ უნდა დაიჯეროს ვინმემ აქ თუ ქვეყნის გარეთ ენჯეოების და რადიკალური ოპოზიციის ბოდვები, რომ თითქოს ქვეყანაში კორუფცია ყვავის? თავადაც იციან, რომ ტყუიან, მაგრამ რა ქნან, გადახდილია!" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: სავარაუდოდ, ტრამპმა ზელენსკის ვატიკანში შეხვედრისას რაღაც ისეთი შესთავაზა, რაზეც უკრაინის პრეზიდენტი უარს ვეღარ იტყოდა
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე: საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? -აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
არქივი