ნინო წილოსანი: მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ ISFED = არჩევნების შედეგების გაყალბებას. ISFED შეასრულე ის ფუნქცია, რისთვისაც მიიღე უცხოური დაფინანსება - გამოაქვეყნე დეტალური PVT
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
85 12 ნოემბერი 2024, 14:23

მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ ISFED = არჩევნების შედეგების გაყალბებას, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

იგი ISFED-ს მოუწოდებს შეასრულოს საკუთარი ფუნქცია და დეტალური PVT გამოაქვეყნოს.

„მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ ISFED = არჩევნების შედეგების გაყალბებას
პირველ შემთხვევაში, 2020 წელს, მათ გააყალბეს ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები, რაც შემდგომ კარგად ვიცით, რომ ოპოზიციის წისქვილზე დასხმული წყალი აღმოჩნდა. სწორედ ეს გახდა მათთვის ხელოვნური ბოიკოტისა და კრიზისის შექმნის საფუძველი.
მეორე შემთხვევაში, 2024 წლის არჩევნებში ვითომ პროფესიონალიზმიდან გამომდინარე არ ასაჯაროებენ პარალელური დათვლის მონაცემებს, რომელიც ემთხვევა ცესკოს შედეგებს და რაში აწყობთ?!
ცესკოს ციფრებში რომ ვერ მოძებნეს ხინჯი, გენდერულ სტატისტიკას მიადგნენ.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ცესკოს არ აქვს ვალდებულება ზუსტად აწარმოოს გენდერული სტატისტიკა და მათი გამოქვეყნებული ქალი/კაცი ამომრჩევლის სტატისტიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს, მეტიც, ის შემაჯამებელ ოქმშიც კი არ ფიქსირდება.
ISFED შეასრულე ის ფუნქცია, რისთვისაც მიიღე უცხოური დაფინანსება. გამოაქვეყნე დეტალური PVT“, - წერს ნინო წილოსანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე: საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? -აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
გია აბაშიძე: საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელები აშშ-ში მართავენ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაღაც არ იგრძნობა ეს ე.წ. იზოლაცია
არქივი