თბილისს ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 12 ნოემბერი 2024, 12:44

13 ნოემბერს, საქართველოს სპეციალური ვიზიტით ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის დეფერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, შეხვედრას გამართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან.

ფიფას პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს ორგანიზაციის სხვა მაღალჩინოსნები ეწვევიან, მათ შორის, ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი, ფედერიკო რავილიონე, ელხან მამადოვი და მარკო ფერი.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაცნობა, მათ შორის, ყოფილი ავაზას ტერიტორიაზე მიმდინარე სფფ-ის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დათვალიერება, რომელიც ფიფას თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სტუმრები ასევე ეწვევიან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი