გიორგი გამსახურდია გერმანიის საელჩოს განცხადებაზე: რა თქმა უნდა, ეს ყოვლად მიუღებელია. ვთხოვდი, ნაკლებად ჩაერიონ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 09 ნოემბერი 2024, 19:33

ძალიან ცუდია, როდესაც საელჩო შიდა პოლიტიკურ პროცესებში ერევა. მინდა კორექტული ვიყო და მხოლოდ და მხოლოდ ამ ფრაზით შემოვიფარგლო, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გიორგი გამსახურდიამ გერმანიის საელჩოს განცხადებაზე.

„ძალიან ცუდია ასევე, რომ რამდენიმე ადამიანი საუბრობს გერმანელი ხალხის პირით. ასევე, მინდა გითხრათ, რომ იქაც პოლიტიკური ცვლილებებია, გერმანიაში მოსალოდნელი და არსებული მთავრობით ვერ ვიმსჯელებთ გერმანელ ხალხზე, რომლებიც ჩვენი უახლესი მეგობრები არიან და დიდი ისტორიული, პოლიტიკური კავშირი გვაქვს ამ ქვეყანასთან.

რა თქმა უნდა, ეს ყოვლად მიუღებელია. ვთხოვდი, ნაკლებად ჩაერიონ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ვინაიდან, თუნდაც თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი დიპლომატიური მისია გერმანიაში რომ ერეოდეს იქაურ შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ხომ წარმოგიდგენიათ შედეგი რა იქნება და მოდით, ნაცვალგების პრინციპით ვიყოთ ამ შემთხვევაში“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.

გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა კი ამის მაგალითია. გერმანიის საელჩოს ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიცია სათავისოდ იყენებს და რევოლუციის მოწოდებად იგებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გააიოლებს – ეს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ
არქივი