ზაალ ანჯაფარიძე: პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ცესკოს მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასა ცალსახად დადებითად. შესაბამისად რადიკალური ოპოზიციის მიზანია, როგორმე დასავლეთში ეს აღქმები გააქარწყლონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
159 09 ნოემბერი 2024, 13:02

ჩანს, რომ რადიკალურ ოპოზიციას უჭირს და ეხლა ემიგრანტები „გაიყვანეს საქმეში.“ ისევე როგორც რადიკალური ოპოზიციის, ასევე „მათი ემიგრანტების“ შეტევის მთავარი ობიექტი გახდა უკვე ცესკო. მიზეზის ახსნა მარტივია - ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ცესკოს მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასა ცალსახად დადებითად. შესაბამისად რადიკალური ოპოზიციის მიზანია, როგორმე დასავლეთში ეს აღქმები გააქარწყლონ, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის შეფასებით, ცესკო წარმატებით უმკლავდება საინფორმაციო თუ სხვა სახის შემოტევებს დესტრუქციული ჯგუფებისგან. მისივე თქმით, მათი მყისიერი რეაგირება დეზინფორმაციაზე, არის საუკეთესო წამალი იმისათვის, რომ დეზინფორმაცია ჩანასახშივე მოკვდეს.

„აშკარად ჩანს, მათ შორის გაზომვადი ინდიკატორებით, რომ რადიკალურ ოპოზიციას უჭირს და ეხლა ემიგრანტები (95,000 რეგისტრირებულიდან რომ მხოლოდ 34,000 მისცა ხმა) "გაიყვანეს საქმეში." ნაც-ემიგრანტები(ასე დავარქმევდი) თუთიყუშებივით იმეორებენ აქაური ოპოზიციიდან გაგზავნილ საზეპიროებს.

ისევე როგორც რადიკალური ოპოზიციის, ასევე "მათი ემიგრანტების" შეტევის მთავარი ობიექტი გახდა უკვე ცესკო. მიზეზის ახსნა მარტივია - პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა ცესკოს მიერ არჩევნების ადმინისტრირება შეაფასა ცალსახად დადებითად. შესაბამისად რადიკალური ოპოზიციის მიზანია, როგორმე დასავლეთში ეს აღქმები გააქარწყლონ.
არ ვიცი ჰყავთ თუ არა ცესკოში კრიზის-მენეჯერები, მაგრამ ჯერჯერობით, რასაც ვხედავ მე და ალბათ სხვებიც, ისინი წარმატებით უმკლავდებიან საინფორმაციო თუ სხვა სახის შემოტევებს დესტრუქციული ჯგუფებისგან, იქნება ეს პარტიები, ენჯეოები თუ ემიგრანტები.

ცესკოს მყისიერი რეაგირება დეზინფორმაციაზე, არის საუკეთესო წამალი იმისათვის, რომ დეზინფორმაცია ჩანასახშივე მოკვდეს“-წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? "ნაცების" დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია
რადიკალები გამოხატავენ არა ხალხის ნებას, არამედ გლობალური მოთამაშეების ხელში პაიკების როლს ასრულებენ
დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
არქივი