ზურაბ ქადაგიძე „ენჯეოების“ მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ სტრასბურგში გასაჩივრებაზე: აღქმის დონეზე საქმე შეკერეს და ახლა, გაგზავნას და სამართლებრივ საკითხებს რაღა აზრი აქვს, თან თუ წაგების აბსოლუტური ალბათობა არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 09 ნოემბერი 2024, 12:29

მთავარია, რომ თქვეს, ბრიფინგი მიუძღვნეს, ნაც-მედიებმა ატრიალეს მთავარ ამბად და ახლა, გაგზავნიან თუ არა, მეათე ხარისხოვანია მათთვის, - წერს „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ე.წ მდიდარი არასამთავრობოების მიერ, „გამჭვირვალობის კანონის” სტრასბურგში გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

ქადაგიძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაპირების მიუხედავად, აღნიშნულ არასამთავრობოებს „გამჭვირვალობის კანონი” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამ დრომდე არ გაუსაჩივრებიათ.

მისი განცხადებით, ამ ორგანიზაციებს არ აინტერესებთ სამართლებრივი პროცესი და შედეგი, რომელიც არაერთხელ გაუცუდდათ, სააკაშვილის, „რუსთავი 2“-ის და გვარამიას საქმეებით.

„მთავარია, რომ თქვეს, ბრიფინგი მიუძღვნეს, ნაც-მედიებმა ატრიალეს მთავარ ამბად და ახლა, გაგზავნიან თუ არა მეათე ხარისხოვანია მათთვის.

იმიტომ, რომ ამათ არც სამართლებრივი პროცესი აინტერესებთ და არც შედეგი, რომელიც არაერთხელ გაუცუდდათ, ხან სააკაშვილის, ხან „რუსთავი 2“-ის და ხან გვარამიას საქმეებით.

ესენი ხომ ლიბერალური სიგიჟის მთავარი მედროშეები არიან?

ჰო და - აღქმის დონეზე საქმე შეკერეს, მოლოდინების გაჩენის მცდელობა სცადეს და ახლა, გაგზავნას და სამართლებრივ საკითხებს რაღა აზრი აქვს, თან თუ პოტენციურად წაგების აბსოლუტური ალბათობა არსებობს?!

მოკლედ, „გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი“... ეგრეა ამ საცოდავების საქმე“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი