მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას დონალდ ტრამპის გამარჯვება იმიტომ არ უხარია, რომ მისი კამპანია მთლიანად აგებული იყო მშვიდობის, კეთილდღეობის და ტრადიციული ღირებულებების ნარატივზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 06 ნოემბერი 2024, 13:16

ოპოზიციას დონალდ ტრამპის გამარჯვება იმიტომ არ უხარია, რომ ჩელიაბინსკში იღვიძებენ მათი წარმოდგენით, ეს ნახევრად ხუმრობით. სინამდვილეში იმიტომ, რომ დონალდ ტრამპის კამპანია მთლიანად აგებული იყო მშვიდობის, კეთილდღეობის და ტრადიციული ღირებულებების ნარატივზე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

„იმიტომ, რომ ტრამპი ღიად აცხადებდა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. ამ საკითხზე ღიად საუბრობდა და თურმე ეს ქართული ნარატივი კი არ ყოფილა, მსოფლიოში არიან ლიდერები, მათ შორის აშშ-ში აწ უკვე არჩეული ლიდერი, რომელიც ამ თემაზე ლაპარაკობდა ღიად და საქილიკო თურმე არაფერი ყოფილა.

ოთხ მილიონიან ქვეყანაში კი არ საუბრობენ მხოლოდ ამაზე, არამედ თურმე ამ ნარატივის გამო აშშ-ს მოსახლეობა მხარს უჭერს უფრო მეტად იმ ლიდერს, რომელიც ამ კამპანიას მიჰყვება და არა პირიქით. სწორედ ამიტომ არ უხარია ჩვენს ოპოზიციას ტრამპის გამარჯვება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი