დავით ქართველიშვილი: უფრო მძაფრ ფერებში გამოვყოფდი კოდორის ხეობას და ახალგორს იმიტომ, რომ იმ თაობის კიდევ უფრო აღშფოთებული შეშფოთება გამომეწვია, რომელსაც „არ ახსოვს“ - ვინ, როდის და რანაირად გამოიწვია საქართველოს რუკაზე ფერების აღრევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 05 ნოემბერი 2024, 13:01

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელი პოლიტიკური პასუხი გასცა „ხავსმოჭიდებული“ ოპოზიციის მიერ თითიდან გამოწოვილი დეზინფორმაციული „არგუმენტების“ თითოეულ „ფაქტს“, - წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა რადიკალურ ოპოზიციას პასუხი 26 ოქტომბერს გასცა, საბოლოო სამართლებრივ პასუხს კი ცესკო გასცემს, სასამართლო განხილვების შემდგომ.

ექსპერტის თქმით, 2020 წლის არჩევნებთან შედარებით წელს განახევრებული იყო დარღვევების რაოდენობა, ოპოზიციის დამკვირვებლების რაოდენობის მიუხედავად საქართველოს მასშტაბით ყველა უბანზე მხოლოდ 9 განსხვავებული აზრი დაფიქსირდა, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილი, ოპოზიციის მიერ შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოქვეყნებულ რუკასთან დაკავშირებულ სპეკულაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, შავად შეღებილ ოკუპირებულ ტერიტორიებში, უფრო მკაფიოდ უნდა გამოიყოს ახალგორი და კოდორი იმისთვის, რომ იმ თაობამ, რომელსაც არ ახსოვს ვინ, როდის დათმო ტერიტორია, კარგად აღიქვას საქართველოს რუკა.

„დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელი პოლიტიკური პასუხი გასცა „ხავსმოჭიდებული“ ოპოზიციის მიერ თითიდან გამოწოვილი დეზინფორმაციული „არგუმენტების“ თითოეულ „ფაქტს“. საბოლოო სამართლებრივ პასუხს გასცემს ცესკო, შესაბამისი სასამართლო განხილვების შემდგომ. ხოლო, საბოლოო ელექტორალური პასუხი ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს ისედაც გასცა და ის გადახედვას არ ექვემდებარება.

პასუხი გასცა თუნდაც 2020 წელთან შედარებით, თითქმის განახევრებული დარღვევების რაოდენობით: 1 170 საჩივარი წინა 2 054 საჩივრის წინააღმდეგ. პასუხი გასცა იმით, რომ 25 ათასი ოპოზიციონერი კომისიის წევრებით გარშემორტყმულ 3 111 საარჩევნო უბანზე, „განსხვავებული აზრი“ არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მხოლოდ 9 (!) შემთხვევაში დაფიქსირდა. ამ მოცემულობაში, თუნდაც მილიონ 120 ათასი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების „მკვდარ სულებად“ მოხსენიება ან „მოპარული“ 300 ათასი ხმის ძებნა - ავადმყოფური ფანტასტიკის სფეროს შეიძლება მივაკუთვნოთ.

რაც შეეხება რუკასთან სპეკულაციას, შავად შეღებილ ოკუპირებულ რეგიონებთან ერთად, კიდევ უფრო მძაფრ ფერებში გამოვყოფდი კოდორის ხეობას და ახალგორს - თუნდაც იმიტომ, რომ GenZ-ის კიდევ უფრო აღშფოთებული შეშფოთება გამომეწვია ამით. ანუ, იმ თაობის, რომელსაც „არ ახსოვს“ ან „არ უნდა“ დაიჯეროს - ვინ, როდის და რანაირად გამოიწვია ოდესღაც ერთფეროვან საქართველოს რუკაზე ეს ფრაგმენტალური ფერების აღრევა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი