დავით ქართველიშვილი: საქართველოს მომავლის ბედი არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არამედ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში წყდება. მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები „პიროსის გამარჯვებაა“. გაისად მსოფლიო სულ სხვა მოლდოვას გაიცნობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 04 ნოემბერი 2024, 13:30

„საქართველო თავის „კოლეგებს“ - EU წევრობის კანდიდატ ქვეყნებს არა მხოლოდ დემოკრატიულ რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის მონაცემებით ასწრებს, არამედ შიდაპოლიტიკური პროცესების განვითარების თვალსაზრისითაც. ამის მორიგი მაგალითი დაგვანახა მოლდოვაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, სადაც მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის ხმების ხარჯზე - ქვეყანაში ზედიზედ მეორედ, პრეზიდენტი მაია სანდუ გახდა“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის თქმით, მოლდოვას ელის უმძიმესი, თუმცა სავსებით პროგნოზირებადი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ჩამოაყალიბებენ სულ სხვა, ახალ მთავრობას და ხელისუფლებიდან ჩამოაჩოჩებენ სანდუს პარტიას.

მისივე თქმით, გაისად მსოფლიო სულ სხვა მოლდოვას გაიცნობს და მისი განადგურება უკვე ძალიან გაჭირდება.

„საქართველო თავის „კოლეგებს“ - EU წევრობის კანდიდატ ქვეყნებს არა მხოლოდ დემოკრატიულ რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში და ეკონომიკური ზრდის ტემპის მონაცემებით ასწრებს, არამედ შიდაპოლიტიკური პროცესების განვითარების თვალსაზრისითაც. ამის მორიგი მაგალითი დაგვანახა მოლდოვაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, სადაც მხოლოდ (!) საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლის ხმების ხარჯზე - ქვეყანაში ზედიზედ მეორედ, პრეზიდენტი მაია სანდუ გახდა.

გაისად მოლდოვას ელის უმძიმესი, თუმცა სავსებით პროგნოზირებადი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც ჩამოაყალიბებენ სულ სხვა, ახალ მთავრობას და ხელისუფლებიდან ჩამოაჩოჩებენ სანდუს პარტიას. ქვეყანა შევა ჩვენთვის კარგად ნაცნობ, ავადხსენებულ და ტურბულენტურ პერიოდში - კოჰაბიტაციაში, სადაც ქალბატონი მაია სანდუ ტრანსფორმირდება ჩვენს სალომე ზურაბიშვილში და მოლდოველი მარიონეტებისა და ლაქიების პოლიტიკურ ლიდერად მოგვევლინება.

ეს დრამატურგია გავლილი გვაქვს და საქართველოში პოლიტიკურ არჩევნებს და მათ შედეგებს დღეს არა უცხოეთი, არამედ ადგილობრივი ამომრჩეველი განაპირობებს. საქართველოს მომავლის ბედი არა ქვეყნის ფარგლებს გარედ, არამედ ჩვენს ოჯახებში, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში წყდება. მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები და რეფერენდუმი - „პიროსის გამარჯვებაა“. გაისად მსოფლიო სულ სხვა მოლდოვას გაიცნობს და მისი განადგურება უკვე ძალიან გაჭირდება“, -წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? "ნაცების" დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია
რადიკალები გამოხატავენ არა ხალხის ნებას, არამედ გლობალური მოთამაშეების ხელში პაიკების როლს ასრულებენ
დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
არქივი