ნანა კაკაბაძე: რაც უნდა „რუსული არჩევნები“, „კრიმინალური სქემა“ და სხვა ათასი სისულელე უწოდონ, ფაქტია, ამ არჩევნებმა დასავლეთის თვალში სრულად გაანულეს ქართული ე. წ. ლიბერალური პარტიებიც და ოპოზიციის დანამატი „ენჯეოებიც“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 02 ნოემბერი 2024, 13:21

რაც უნდა „რუსული არჩევნები“, „ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია“, „კრიმინალური სქემა“ და სხვა ათასი სისულელე უწოდონ, ფაქტია, რომ ამ არჩევნებმა დასავლეთის თვალში სრულად გაანულეს ქართული ე. წ. ლიბერალური პარტიებიც და ოპოზიციის დანამატი „ენჯეოებიც“, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.

„არჩევნებიდან 1 კვირის შემდეგ...
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ყველაზე მთავარი მაჩვენებელი იყო ნეოლიბერალური დასავლეთის მოლოდინების დიდი იმედგაცრუება ქართული საზოგადოებისგან.

ვირტუალურ სამყაროში მცხოვრები ქართველი ნეოლიბერალები წლების მანძილზე არწმუნებდნენ თავიანთ უცხოელ პატრონებს, რომ ვინაიდან ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა პროევროპული და პროამერიკულია, ამიტომ ქართული პროდასავლური იმიჯის მქონე პოლიტიკურ პარტიებს პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ არჩევნებში გამარჯვება „პრორუსულ“ ხელისუფლებაზე.

ამის გამო საკმარისია მხოლოდ დასავლეთის პოზიციის მკაფიო დაფიქსირება, თუ ვის უჭერენ ისინი ამ არჩევნებში მხარს და დასავლურად განწყობილი ქართული საზოგადოება დიდი უპირატესობით მოაგებინებს არჩევნებს ქართულ ოპოზიციას. ეს მოცემულობა 100%-ით დაიჯერეს ჩვენი ოპოზიციის უცხოელმა პატრონებმა, რის გამოც ყოველგვარი დიპლომატიისა და ელემენტარული პოლიტიკური ეტიკეტის დარღვევით, აღვირახსნილად დაიწყეს ჩარევა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო სახელმწიფოთა ოფიციალური წარმომადგენლებისგან დღეში რამდენჯერმე პირდაპირ ცხადდებოდა, რომ არჩევნებში ოპოზიციის დამარცხების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას ჩაუკეტავდნენ ევრო-კავშირისკენ მიმავალ გზას და დააბრუნებდნენ რუსულ ჭაობში.

ამიტომაც დასავლელი ნეოლიბერალებისთვის მოულოდნელი, დამაბნეველი და შოკისმომგვრელი იყო არჩევნების შედეგები. ერთის მხრივ, მათ აქ წარმოგზავნილი დამკვირვებლების საშუალებით კარგად დაინახეს, რომ არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ, წესიერად ყოველგვარი მასობრივი დარღვევების გარეშე, ხოლო მეორე მხრივ, ქართველმა ხალხმა არჩევნებში დიდი უპირატესობა მიანიჭა, გაამარჯვებინა მათ მიერ „პრორუსულად“ წოდებულ ხელისუფლებას. ამიტომაც, არჩევნების შემდეგ ინერციით და გაუთვითცნობიერებლად, გაბრაზებულების პოზიციიდან წამოვიდა არჩევნების სრულიად აბსურდული და დაუსაბუთებელი შეფასებები, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებებს, მოსყიდვებს, ბიულეტენების ჩაყრებს, ე. წ. კარუსელებს, პირადობების ჩამორთმევებს, საჯარო მოხელეების დაშინებებს, უბნებიდან დამკვირვებლების გაძევებებს, ფარულობის პრინციპის დარღვევას, საარჩევნო უბნებამდე ავტობუსებით ხალხის მიყვანას, ხელისუფლების მომხრე კოორდინატორების სიებით ხელში დაფიქსირებას და ა. შ.

არჩევნებიდან გავიდა 1 კვირა და ოპოზიციამ დღემდე ასეთი „მასობრივი გაყალბების“ პრაქტიკულად ვერც ერთი ფაქტი ვერ წარმოადგინა, რამაც დაფიქრების რეჟიმში გადაიყვანა მათი დასავლელი პატრონები. მძიმე დღეში ჩავარდნილი ოპოზიცია და მათი ენჯეოები ხან აქეთ ეცემიან, ხან იქით და სულ უფრო მეტ შეცდომებს უშვებენ. დაბნეულები ისეთ სისულელეებზე აპელირებენ ხოლმე, რომ ხშირად კომიკურ მდგომარეობაშიც ვარდებიან. მაგალითად, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად თვლიან, როდესაც კომისიის წევრი ან დამკვირვებელი ესალმებოდა საარჩევნო უბანზე შესულ ნაცნობ ამომრჩეველს, ხოლო თუ მას გადაკოცნიდა, ეს უხეშ დარღვევად ითვლებოდა, ასევე გაყალბების უტყუარ მტკიცებულებად ჩათვალეს, როდესაც კომისიის წევრი ბეჭდებასხმული მილიონერის იერის მქონე ქალბატონი ღიმილიანი სახით უყურებდა ამომრჩეველს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გაასულელეს და ამტკიცებინეს, რომ გადასატანი ყუთებიდან ამოღებული ბიულეტენების შეტანა მთვლელ აპარატებში ნიშნავდა მასობრივ გაყალბებას, ან ერთ ბიულეტენს „გამყალბებლები“ 17-ჯერ იყენებდნენ და ა. შ. მაგრამ როდესაც სალომეს და მის ამქარს მოსთხოვეს, მოდით, პროკურატურაში ჩვენებები მოგვეცით, იქნებ მოვახდინოთ მაგ „დარღვევების“ და „დამრღვევების“ იდენტიფიცირებაო, უპასუხეს, ჩვენ რა შუაში ვართ, თქვენ უნდა გამოიძიოთ და იპოვოთ დამნაშავეებიო. თანაც, ქართულ პროკურატურას არ ვენდობით და საერთაშორისო გამოძიებას ვითხოვთო.

მოკლედ, ხელისუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილმა ჩვენმა „მედასავლეთებად“ წოდებულებმა თავი ხომ გაიბითურეს და თავიანთი დასავლელი პატრონებიც გააბითურეს, ახლა თავისი ამომრჩევლების გაბითურებასაც ცდილობენ, და რუსთაველის წინ გასაშლელად გამზადებულ კარვებში ეპატიჟებიან. გახარებული თაკო ჩარკვიანი კი იძახის, ლეიბები არ დაგავიწყდეთ, ლეიბები, რასაც მე ამდენი წელია ვითხოვო.

შექმნილ კომიკურ სიტუაციაზე სერიოზულად რომ ვისაუბროთ, სინამდვილეში არჩევნების შედეგებმა დაგვანახვა, რომ ტექნოლოგიური სიახლეებით ჩატარებულმა ამ დიდმა ღონისძიებამ საფუძველი გამოაცალა „გააყალბეს-გააყალბეს“ ყვირილს, რის გამოც ოპოზიციის მთავარმა იარაღმა „ისფედმა“ ვერც კი გაბედა პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება და რაც უნდა „რუსული არჩევნები“, „ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია“, „კრიმინალური სქემა“ და სხვა ათასი სისულელე უწოდონ, ფაქტია, რომ ამ არჩევნებმა დასავლეთის თვალში სრულად გაანულეს ქართული ე. წ. ლიბერალური პარტიებიც და ოპოზიციის დანამატი „ენჯეოებიც“.

ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ დიახ, მათ უნდა დასავლური ღირებულებებით ცხოვრება, მაგრამ ისინი ასეთ ღირებულებათა რიცხვს არ აკუთვნებენ და ნორმად არ მიიჩნევენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ადამიანების წამებას, ქონებების ჩამორთმევას, თავისუფალი მედიის შეზღუდვას, ძალადობას, ბელადომანიას და ათასგვარ სხვა უბედურებას, რის „დემოკრატიის შუქურად“ წარმოჩენასაც ცდილობდნენ დასავლეთის სახელით მოსაუბრე ევრო თუ ამერიკელი ჩინოვნიკები.

ქართველ ხალხს კარგად ესმის, რა არის მშვიდობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების ფასი. ამიტომ ისინი მოითხოვენ, რომ სწორედ ასეთი დასავლური ღირებულებებით უნდა მიიღონ ჩვენი ქვეყანა დასავლეთში და არა დაჩოქილი, ცალ ფეხზე მოხტუნავე და ყველა დავალებისა თუ ბრძანების შემსრულებელი. ამიტომ არჩევნების შემდეგ გაყიდულებისგან თანდათან გათავისუფლდება ოპოზიციური და არასამთავრობო ველი და მას დაიკავებენ რეალურად ქვეყანაზე მზრუნველი ახალი ოპოზიციური პარტიები და ნეიტრალური, ადამიანის უფლებების დაცვაზე რეალურად მზრუნველი არასამთავრობოები“, - წერს ნანა კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი