დავით ქართველიშვილი: 2025-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის, ამ მიმართულებით მოძრაობს დღეს მოქმედი ხელისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 31 ოქტომბერი 2024, 16:18

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკის 8,3 %-ით ზრდის მაჩვენებელს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მოკლევადიანის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის გრძელვადიანი პროგნოზითაც ქვეყანას შთამბეჭდავი შედეგები ექნება.

დავით ქართველიშვილი წერს, რომ დღეს მოქმედი ხელისუფლება და მისი სამშვიდობო, სტაბილური და მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული კურსი სწორედ განვითარებაზეა მომართული.

„კიდევ ერთხელ ვეცდებით განვმარტოთ - ეს არ არის „რუსული ოცნების“ მიერ ჩინურ კალკულატორზე არაბული ციფრებით გამოყვანილი მონაცემები, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „კალკულაციის“ შედეგია.

იმავე ინდიკაციის მიხედვით, 2024 წლის 9 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.8%-ს გაუტოლდა. ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის განახლებული პროგნოზების თანახმად, 2025-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის.

ამ მიმართულებით მოძრაობს დღეს მოქმედი ხელისუფლება და მისი სამშვიდობო, სტაბილური და მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული კურსი. დანარჩენები მოძრაობენ „თავისუფლების მოედნიდან“ - „ელექტროდეპოს“ მიმართულებით“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? "ნაცების" დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია
რადიკალები გამოხატავენ არა ხალხის ნებას, არამედ გლობალური მოთამაშეების ხელში პაიკების როლს ასრულებენ
დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
არქივი