გიორგი კალანდარიშვილი ხმების დუბლირებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის და რადიკალების ბრალდებებზე: ამერიკულმა კომპანიამ დაადგინა, რომ პირის დუბლირება და ორჯერ მისი მოხვედრა ამრჩეველთა ერთიან სიაში შეუძლებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 30 ოქტომბერი 2024, 19:15

სალომე ზურაბიშვილის და რადიკალური ოპოზიციის ბრალდებებს, რომელიც არჩევნებზე ერთი და იგივე ადამიანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, სხვადასხვა უბნებზე ხმის მიცემას ეხება, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აბსურდულს უწოდებს.

„დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ბრალდებები მანიპულაციაა და საზოგადოების მოტყუებას ემსახურება, რადგან ამერიკულმა გავლენიანმა კომპანიამ აუდიტის შედეგად დოკუმენტურად დაადასტურა, რომ აპარატები, რომელიც გამოყენებული იქნა არჩევნებზე ხმის დუბლირების შესაძლებლობას არ იძლევა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, პროცესს თითოეულ უბანზე აკვირდება კომისიის 17 წევრი, საიდანაც უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენელია.

„შევეცდები ძალიან მოკლედ ჩამოვთვალო ის მექანიზმები, რომლებიც ფაქტობრივად ამ მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას არ იძლევა.

პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ორიდან ერთ-ერთია ამერიკაში, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება გააჩნია, რომ ხმის მიცემის სისტემების ტესტირება და შესაბამისობა დაადგინოს ეს არის „საარჩევნო ლაბორატორია“, რომელმაც დაადგინა, რამდენიმე დღის წინ გადმოცემულ დოკუმენტებში, რომ პირის დუბლირება და ორჯერ მისი მოხვედრა ამრჩეველთა ერთიან სიაში არის შეუძლებელი.

მეორე და ასევე, მთავარი რაც ჩრდილში ჰყვება ხოლმე და თითქოს ისე არის წარმოჩენილი გიორგი კალანდარიშვილი 3 031 უბანზე იდგა და თვითონ ატარებდა არჩევნებს, რომ კომისია შედგება 17 წევრისგან. ამ 17 წევრში 8 არის არაპარტიული წევრი, ხოლო 9 შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული წევრები, საიდანაც დღევანდელი კონფიგურაციის ფარგლებში ერთი წარმოადგენს მმართველ პარტიას ხოლო დანარჩენი სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებს, ოპოზიციურ მიმართულებას, რომლები იყვნენ სრულად პროცესის ადმინისტრირებაში და განსაზღვრული ჰქონდათ თავისი უფლებამოვალეობები. იმ შეთქმულების თეორიებში ჰიპოთეზურად ჩვენც თუ გავყვებით, კარგად ვნახავთ, რომ პროცესს არა ერთი და ორი ადამიანი, არამედ ჩვიდმეტივე ადამიანი გარკვეული ფუნქციებით არიან აღჭურვილი და მათ შორის ნაკადის მომწესრიგებელი, ყუთზე ზედამხედველი პირი არიან ოპოზიციის დანიშნული წევრები. რამდენი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში, რომ ეს შეთქმულების თეორია განხორციელდეს?!“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი