ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის პროკურატურაში დაბარებაზე: თუ კი ნებისმიერი მიზეზით უარს განაცხადებს, ეს არის იმის დადასტურება, რომ ეს ქალბატონი კიდევ ერთხელ უსინდისოდ იტყუება ქართველი თუ უცხოელი საზოგადოების წინაშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 30 ოქტომბერი 2024, 14:07

ბაიდენ-ბორელი, რომ შეხმატკბილებულად აცხადებენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნების გამო გამოძიება უნდა დაიწყოსო, აჰა, დაიწყო პროკურატურამ. უფრო მეტიც სალომე ზურაბიშვილიც კი დაიბარა გამოკითხვაზე, როგორც გაყალბების ყველა დეტალის მოწმე, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პროკურატურაში სალომე ზურაბიშვილის დაბარების შესახებ.

ნიკოლეიშვილის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი ნებისმიერი მიზეზით უარს განაცხადებს, ეს იმის დადასტურება იქნება, რომ კიდევ ერთხელ ურცხვად და უსინდისოდ იტყუება ქართველი თუ უცხოელი საზოგადოების წინაშე.

„ბაიდენ-ბორელი, რომ შეხმატკბილებულად აცხადებენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნების გამო გამოძიება უნდა დაიწყოსო, აჰა, დაიწყო პროკურატურამ. უფრო მეტიც სალომე ზურაბიშვილიც კი დაიბარა გამოკითხვაზე, როგორც გაყალბების ყველა დეტალის მოწმე, თვითმხილველი და მცოდნე, რომელიც კანონის წინაშე ვალდებულია ფაქტები და მტკიცებულებები წარუდგინოს პროკურატურას, უფრო მარტივად რომ ვთქვათ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

თუ კი ისა ამაზე, ნებისმიერი მიზეზით უარს განაცხადებს, ეს არის იმის დადასტურება, რომ ეს ქალბატონი კიდევ ერთხელ ურცხვად და უსინდისოდ იტყუება ქართველი თუ უცხოელი საზოგადოების წინაშე, ამის მერე კი მისი ისედაც განულებულ სიტყვას ყოველგვარი ფასი და ნდობა ეკარგება!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე: საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? -აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
გია აბაშიძე: საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელები აშშ-ში მართავენ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაღაც არ იგრძნობა ეს ე.წ. იზოლაცია
არქივი