ედიშერ გვენეტაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკანონიერ პრეზიდენტად ცნობილი სალომე, რომელიც ყოველ წუთს და წამს იძახის არჩევნები გაყალბდა რუსულადო, დაიბარეს გამოკითხვაზე პროკურატურაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 30 ოქტომბერი 2024, 13:33

„ბაიდენ-ჩერნენკომ და ბორელმა აგვაწრიალეს გამოიძიეთ, გამოიძიეთ სალომეს მიერ გაცხადებული საარჩევნო დარღვევებიო, ამიტომაც დაიბარეს გამოკითხვაზე პროკურატურაში. მობრძანდი მადამ და მოიტანე ამ ამბების დამადასტურებელი სათანადო დამამტკიცებელი დოკუმენტაციაო,“ - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, სხვა რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ გამოძიების ობიექტურად წარსამართავად?! გამოიძახა პრეზიდენტად წოდებული სუბიექტი, რომელსაც მოსთხოვს დაადასტუროს დოკუმენტურად ან არ დაადასტუროს მის მიერ წამოყენებული ბრალდებები.

„ბაიდენ-ჩერნენკომ და ბორელმა აგვაწრიალეს გამოიძიეთ, გამოიძიეთ სალომეს მიერ გაცხადებული საარჩევნო დარღვევებიო. ამიტომაც აგერ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკანონიერ პრეზიდენტად ცნობილი სალომე, რომელიც ყოველ წუთს და წამს იძახის გაყალბდა არჩევნები და გაყალბდა რუსულადო. დაიბარეს გამოკითხვაზე პროკურატურაში. მობრძანდი მადამ და მოიტანე ამ ამბების დამადასტურებელი სათანადო დამამტკიცებელი დოკუმენტაციაო. ვსვამ კითხვას: აბა სხვა რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ გამოძიების ობიექტურად წარსამართავად?! გამოიძახა პრეზიდენტად წოდებული სუბიექტი, რომელსაც მოსთხოვს დაადასტუროს დოკუმენტურად ან არ დაადასტუროს მის მიერ წამოყენებული ბრალდებები და შვება ან გვრემა მოჰგვაროს ბაიდენ-ბორელს და მათ მზაკვარ თანამზრახველებს,“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი