ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის დელეგაციას საქართველოში! მადლობას ვუხდი უნგრეთს ურყევი მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 30 ოქტომბერი 2024, 00:22

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის და მისი დელეგაციის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის დელეგაციას საქართველოში! ეს ვიზიტი ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ მეგობრობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.

უნგრეთის მხარდაჭერით წინ მივიწევთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

ვაფასებთ უნგრეთის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში.

ერთად ვაფართოებთ თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში და ვაძლიერებთ თანამშრომლობის ყველა მიმართულებას.

მადლობას ვუხდი უნგრეთს ურყევი მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის!“ - წერს კობახიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე: საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? -აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
გია აბაშიძე: საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელები აშშ-ში მართავენ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაღაც არ იგრძნობა ეს ე.წ. იზოლაცია
არქივი