მიხეილ სააკაშვილი - შეცდომაა მხოლოდ უცხოეთის იმედზე ყოფნა, „ნაციონალური მოძრაობის“ როლი უნდა იყოს ცენტრალური
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
182 29 ოქტომბერი 2024, 18:39
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივს მიმართავს.

როგორც სააკაშვილი წერს, ბრძოლის ახალ გადამწყვეტ ეტაპზე, პარტიის გამოცდილება ფასდაუდებელია და მისი როლი უნდა იყოს ცენტრალური.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივს. ჩემო ერთგულო თანამებრძოლებო, არჩევნები გაგვიყალბეს, განსაკუთრებით ჩვენ! ამავე დროს ძალიან ვამაყობ იმით, თუ როგორ იბრძოლა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ჩვენმა პარტიამ. ჩვენ მართლაც გვყავს უკიდურესად ბრძოლისუნარიანი ორგანიზაცია, რომელსაც შემოემატა ასევე ძალიან საინტერესო ახალგაზრდობა. მეგობრებო, მეორე მხარეს არის რუსული სისტემა, მაგრამ ბრძოლის ამ ახალ გადამწყვეტ ეტაპზე, ჩვენი გამოცდილება ფასდაუდებელია და ჩვენი როლი უნდა იყოს ცენტრალური. ახლა მხოლოდ უცხოეთის იმედზე ყოფნა შეცდომაა, ჩვენ უნდა გვქონდეს კოორდინაცია სხვა პოლიტიკურ ძალებთან, მაგრამ მთავარია ორიენტირება ხალხზე და მრავალრიცხოვანი აქციების გადაუდებლად დაორგანიზებაზე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე: საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? -აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
გია აბაშიძე: საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელები აშშ-ში მართავენ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაღაც არ იგრძნობა ეს ე.წ. იზოლაცია
არქივი