ცესკო: მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია “PRO V&V”-ის დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 29 ოქტომბერი 2024, 15:31

საზოგადოებას გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმ დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც ინტენსიურად ვრცელდება მედიასა და სოციალურ ქსელებში. მანიპულაციური და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება კამპანიური ხასიათისაა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესის შესახებ საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, გვინდა გაგიზიაროთ სიმართლე რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ამომრჩეველთა სიების მონაცემების ერთმანეთთან შედარებით ხდებოდა კამპანიური ხასიათის მანიპულაცია, ინტენსიურად დაიწყო ახალი დეზინფორმაციების გავრცელება.

მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებაა ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული პირის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ხმის დათვლის მანქანებიდან სხვადასხვა დროს ამობეჭდილი ამონაწერების შესახებ, რომელიც განსხვავებულ მონაცემებს შეიცავს.

სინამდვილეში ხელვაჩაურის მე-16 უბანზე იყო განთავსებული 3 ხმის მთვლელი აპარატი, პირველ ეტაპზე ამობეჭდა მხოლოდ 2 აპარატის შედეგის ამსახველი ქვითარი, შემდეგ კი დაიბეჭდა სამივე ხმის მთვლელი აპარატის ანგარიში. სამივე აპარატის კონსოლიდირებული ქვითრის მონაცემები ზუსტად ემთხვევა ბიულეტენების ხელით გადათვლის შედეგად შედგენილი შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს და ორივეგან 1 404 ბიულეტენია დაფიქსირებული. ფაქტს ადასტურებენ საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლები.

კიდევ ერთი მანიპულაცია უკავშირდება საგარეჯოს ერთ-ერთ უბანზე გაუქმებული პირადობით ხმის მიცემის საკითხს. იქმნება აღქმა რომ მსგავს ფაქტებს ჰქონდა მასიური ხასიათი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. კონკრეტულად აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარიც, რომელიც შესაბამისი პროცედურის მიხედვით იქნება განხილული. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირს, რომელმაც ხმა მისცა გაუქმებული პირადობით, ჰქონდა მოქმედი პასპორტი და სწორედ ამიტომ იყო ის შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

მანიპულაციური ინფორმაციები ვრცელდება საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებითაც. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ავრცელებს ბიულეტენის ფოტოს, სადაც ერთ-ერთ ერთი სუბიექტი არის გადახაზული და არც ერთი წრე არაა გაფერადებული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბიულეტენები ერთმნიშვნელოვნად ითვლება ბათილად, ორგანიზაცია ირწმუნება რომ ბიულეტენი ჩაითვალა ნამდვილად, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული მარტივად დასტურდება აპარატების მიერ ამობეჭდილი ჩეკის და შემაჯამებელი ოქმის შედარებით.

დღეს დილიდან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები მოუწოდებენ საარჩევნო ადმინისტრაციას შექმნას არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მომსვლელთა ამომრჩეველთა სიაში.

პოლიტიკოსებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აღნიშნული ქმედება კანონით არის შეზღუდული და ასეთი ბაზის შექმნა შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებს, რაც ეწინააღმდეგება არჩევნების ერთ-ერთ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას.

აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე არ დაწერილა საჩივარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ პარტიების წარმომადგენლები პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ იმისთვის, რომ შექმნან აღქმა თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს.

და ბოლოს გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ დისკრედიტაციულ განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი უაპელაციოდ აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად.

მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია “PRO V&V”-ის დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს.

ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არც ერთ დეზინფორმაციას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი