გიორგი კალანდარიშვილმა „იმედის კვირასთან“ განმარტა, როგორ შეიქმნა ამომრჩევბელთა ერთიანი სია. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყების მიერ მოწოდებული მონაცემის საფუძველზე, რომელიც ძირითადად ეფუძნება სერვისების სააგენტოს, ჯანდაცვისა და სხვა ბევრი უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
„ეს ინფორმაციები ასევე ეფუძნება თვითონ ამომრჩევლის ჩართულობას ამ პროცესში. ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები იმის თაობაზე, რომ ამომრჩევლებს გადაემოწმებინათ შესაბამის ვადებში თავი, მიეღოთ შესაბამისი ზომები და ა.შ. ყველა შემთხვევას, რომელიც ჩვენ პრაქტიკაში ვნახეთ, რომელიც უკავშირდებოდა კონკრეტული მოქალაქეების მხრიდან წამოწეულ საკითხებს, ყველას ჰქონდა ობიექტური ახსნები“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, არცერთ დასკვნაში ამომრჩეველთა სიებთან მიმართებაში რაიმე არსებითი წუხილი არ არის დაფიქსირებული.
„ეს გვაძლევს მის თქმის შესაძლებლობას, რომ სიები ყოველწლიურად, ყოველი არჩევნებისას კიდევ მეტად იხვეწება“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ერთიან სიაში იყო 3. 508 000 ამომრჩეველი იყო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |