შარლ მიშელი - ამჟამად უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 27 ოქტომბერი 2024, 20:51

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ბუდაპეშტში დაგეგმილი ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი შეიტანა.


როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა, სავარაუდო საარჩევნო დარღვევები სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული და უნდა გამოსწორდეს.


მისივე შეფასებით, ამჟამად უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში.


„საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოს საკითხის შეტანა ბუდაპეშტში დაგეგმილი ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში. ჩვენ ვითვალისწინებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა – სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და მათთან დაკავშირებული ბრალდებები. ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული და ის უნდა გამოსწორდეს. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობისადმი, გამოავლინოს მტკიცე ერთგულება ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ, ასევე ევროპული საბჭოს ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად. ამჟამად უმნიშვნელოვანესია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში. ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და განსაზღვრავს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობებში“, – წერს შარლ მიშელი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი