სოზარ სუბარი - ოპოზიცია ამბობს, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს და არ შემოვა პარლამენტში, როგორც ყოველთვის, მათ სიტყვას ახლაც ჩალის ფასი აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 27 ოქტომბერი 2024, 18:08

ოპოზიცია ამბობს, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს და არ შემოვა პარლამენტში. როგორც ყოველთვის, მათ სიტყვას ახლაც ჩალის ფასი აქვს – არჩევნების შედეგსაც ცნობენ და პარლამენტშიც შემოვლენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სუბარი წერს, ოპოზიციის პარლამენტში შესვლა არჩევნების ლეგიტიმიზაციის აღიარებასაც ნიშნავს.

„სიტყვის მორიგ ჯერზე გატეხვას გამართლებასაც ადვილად მოუძებნიან. მაგალითად, იტყვიან, მართალია, ჩვენ არ ვცნობთ არჩევნებს, მაგრამ პარლამენტში არშესვლით ხელისუფლებას კომფორტს შევუქმნით და ამას ვერ დავუშვებთო;

ან: ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვთხოვა, პარლამენტში დავიცვათ მათი ინტერესებიო და ამომრჩეველს ხომ არ ვუღალატებთო;

ან: უცხოელმა პარტნიორებმა მოგვთხოვეს და სტრატეგიულ მოკავშირეებს ხომ არ ვაწყენინებთო…

მოკლედ, მიზეზებს რა გამოლევს, რით გაამართლონ მორიგ ჯერზე სიტყვის გატეხვა. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, ოპოზიციას ვთავაზობ სწრაფად განსახორციელებელ სამპუნქტიან გეგმას:

  1. სასწრაფოდ მივიდნენ ცესკო-ში და ჩახსნან საპარლამენტო სიის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში ვერ შედის;
  2. ⁠სასწრაფოდ მოიწვიოს ბრიფინგი ნიკა მელიამ და პუფად გამოაცხადოს ყველა ოპოზიციონერი, ვინც პარლამენტში შევა;
  3. ⁠ბარიერგადალახულმა ყველა პარტიამ მიმართოს პარლამენტს და მოითხოვოს მათი მანდატების გაუქმება!

ჩვენი მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, პირობას ვდებთ, სწრაფად დავაკმაყოფილებთ ოპოზიციის მოთხოვნას და არ დავუშვებთ, რომ მათ პარლამენტში „იმუშაონ“ მათი ნების საწინააღმდეგოდ, როგორც „მონებმა“ და „ტრეფიკინგის მსხვერპლებმა“ (მათივე ტერმინებია).

ეს არის სცენარი, სადაც ყველა მოგებული დარჩება, რადგან:

  1. ოპოზიცია ცხოვრებაში პირველად შეასრულებს სიტყვას;
  2. ⁠პოლიტიკა გაიწმინდება უცხოური აგენტურისა და მოღალატეებისგან;
  3. ⁠ბიუჯეტის ფული, რომელიც აგენტურული პარტიების და მათი მავნებლური საქმიანობის დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა, ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელებაში დაიხარჯება.

as easy as possible, როგორც ერთი კაცი იტყოდა“, – წერს სოზარ სუბარი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ვიცე-პრემიერის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შტატებში ვიზიტი და უმაღლეს საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრები, კიდევ ერთი ხაზგასმაა, საქართველოს, როგორც ევროპა აზიის გზაჯვარედინის როლისა
გიორგი ცუცქირიძე სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტზე: ნიშანდობლივია, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი
ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო იმისთვისაა, რომ ორგანიზაციებს ეროვნული დაფინანსების წყარო გაუჩნდეთ. 20 მილიონი დიდი თანხა არაა, მაგრამ საკმარისია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყანაში არ იყოს მიბმული უცხოურ ფულზე
ედიშერ გვენეტაძე: არალეგიტიმურიას ბღავილის ფონზე, საქართველოს დელეგაცია ეწვია აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდს და საქართველოს ეწვია ეუთოს გენმდივანი, რამაც წყობიდან გამოიყვანა თამაშგარედ დარჩენილი მეხუთე კოლონელები
საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი. ყველაფერს ვაშინგტონიდან „მწვანე შუქი" აუნთეს
არქივი