ყველა სადამკვირვებლო მისიამ თქვა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ყველა ელოდება ხალხის არჩეული “ქართული ოცნებისაგან” დაკომპლექტებულ მთავრობას - რა აღქმები და მოლოდინები აქვს ოპოზიციას, ყველაზე ნაკლებად ადარდებს ამ ქვეყნის უმრავლესობას!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 27 ოქტომბერი 2024, 17:43
მოკლედ - კინო მორჩა, ყველა სადამკვირვებლო მისიამ თქვა ის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ყველა ელოდება ხალხის არჩეული “ქართული ოცნებისაგან” დაკომპლექტებულ მთავრობას! დანარჩენი ლირიკაა, -  ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ეუთო/ოდირის მისიის განცხადებებს სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, რა აღმები და მოლოდინები აქვს ოპოზიციას, მოსახლეობის უმრავლესობას ნაკლებად აინტერესებს.

მოკლედ - კინო მორჩა, ყველა სადამკვირვებლო მისიამ თქვა ის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ყველა ელოდება ხალხის არჩეული “ქართული ოცნებისაგან” დაკომპლექტებულ მთავრობას! დანარჩენი ლირიკაა.

რა აღქმები და მოლოდინები აქვს ოპოზიციას, ეგ ყველაზე ნაკლებად ადარდებს ამ ქვეყნის უმრავლესობას!

ეუთო - “მინდა გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტიანად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას.”

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა - “ დიდი მადლობა ყველა დელეგაციას თანამშრომლობისთვის და რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, რადგან მათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს ჩვენს დელეგაციას.”
ნახვამდის, მომავალ 2028 წლის არჩევნებამდე!" -  წერს ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? "ნაცების" დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია
რადიკალები გამოხატავენ არა ხალხის ნებას, არამედ გლობალური მოთამაშეების ხელში პაიკების როლს ასრულებენ
დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
არქივი