18
27 ოქტომბერი 2024, 16:36
არჩევნები იყო კონკურენტული იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლებს შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის, - განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პია კაუმამ პრესკონფერენციაზე.
„იმედის“ ჟურნალისტმა პია კაუმას ჰკითხა, იყო თუ არა არჩევნები კონკურენტული.
„არჩევნები იყო კონკურენტული იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ამომრჩევლებს შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ 18 საარჩევნო სუბიექტს შორის. ეს არჩევნები არ იყო უბრალოდ არჩევანის გაკეთება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, არამედ ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იყო საკმაოდ აქტიური კონკურენცია“, - აღნიშნა დამკვირვებელმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |