2024 წლის არჩევნები - ეუთო/ოდირის შეფასებები:
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 27 ოქტომბერი 2024, 16:06
ეუთო/ოდირი საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და კენჭისყრის პროცეს აფასებს:


ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდი:

_ საარჩევნო პროცესის ჩვენი ერთობლივი შეფასება კენჭისყრის დღეს დაკვირვების შედეგად მიღებულ შეფასებას ეფუძნება, რასაც თან ახლავს გრძელვადიანი და თვისობრივი მონიტორინგის შედეგები, რომელიც ოდირმა განახორციელა.

ჩვენი ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შედეგად დასკვნები და მიგნებები მინდა წარმოგიდგინოთ. ჩვენი სრული განაცხადი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. მაშინ, როცა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ამომრჩევლებს საკმაოდ დიდი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მისცა, რადგან 18 კანდიდატის სია იყო მოცემული, ასევე გამოიკვეთა პოლარიზება და არსებობდა გარემო, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას განიცდიდა ახლახან მიღებული კანონმდებლობის შედეგად, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კანდიდატებმა ზოგადად შეძლეს კამპანიის თავისუფლად წარმართვა, თუმცა, კამპანიის რიტორიკა და მისი სურათები ზოგადად ძალიან დიდი განხეთქილების შემომტანი იყო. განსაკუთრებით, იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე, საჯარო მოხელეებზე და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე და სწორედ ეს იყო ფართოდ გავრცელებული კამპანიის დროს. როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს, ეს ადეკვატურ საფუძველს იძლეოდა დემოკრატიული არჩევნებისთვის, მაგრამ ხშირი და ბოლო დროინდელი ცვლილებები ნამდვილად ბადებს ეჭვებს მისი ამ კანონმდებლობის გამოყენების მიმართ პოლიტიკური გამორჩენის მიზნით. რაც შეეხება კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადებას, ეს კარგად ადმინისტრირებული იყო. აქ უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი დისბალანსი ფინანსური რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში მყოფი პარტიის უპირატესობა უკვე ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს. პოლარიზებული მედიაგარემო და ასევე კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის ზეგავლენას ახდენდა მიუკერძოებელ გაშუქებაზე, ეს აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, რომ ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ. კამპანიის დაფინანსებაზე ზედამხედველობის ეფექტურობას ძირი გამოუთხარა შეზღუდულმა აღსრულებამ და ასევე, კიდევ არსებობდა ეჭვებიც იმაზე, რომ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება მოხდა ამ ზედამხედველობის გამწევი ორგანოსი და ეჭვები იბადებოდა მისი მიუკერძოებლობის მიმართ. ქალების ნაკლებად წარმომადგენლობა პარტიულ სიებში და კამპანიებში აჩვენებს, რომ საჭიროა უფრო მეტი მოქმედება იმისათვის, რომ უფრო ადეკვატურად ჩაერთონ ქალები პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის მიმართულებით, ტომ მალინოვსკი:

_ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ვიდრე წინა არჩევნებზე. ეს არის საქართველოს ერთგულება დემოკრატიული პროცესების მიმართ. ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობას ნამდვილი დემოკრატია უნდა და არ სურს ევროპას მოშორდეს. ამიტომ, მთელი მსოფლიო აკვირდება იმას, საქართველოს ლიდერობა მიიღებს თუ არა, რასაც ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა. რაც შეეხება შედეგებს, შედეგებთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ საჩივრები, მათ შორის ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, რომელიც საარჩევნო პროცესის სამართლიანობას უკავშირდებოდა.

იულიან ბულაიმ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი: 

_ ეს არჩევნები ხასიათდებოდა პოლიტიკური და მედია ლანდშაფტის მძაფრი პოლარიზებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენითა და პრეზიდენტის აპარატის წინააღმდეგ მიმართული ანტაგონიზმით. არჩევნების ხარისხი ირეკლავდა წინასაარჩევნო პერიოდის ხარისხს. ამომრჩეველთა ხმების მოსყიდვის, ზეწოლის ფართოდგავრცელებული კლიმატისა და პარტიების მიერ ორგანიზებული დაშინება არჩევნებამდე და შემდეგ, განსაკუთრებით პროვინციულ რეგიონებში, სახელმწიფო უწყებების მიუკერძოებლობის გარშემო არსებული კითხვები. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება საარჩევნო პირობების, განსაკუთრებით კი უთანასწორო საასპარეზო ველის შესახებ, რაც ძირს უთხრის შედეგის მიმართ ნდობას და გასაგებს ხდის არჩევნების შედეგებით გამოწვეულ რეაქციებს. ეს საკითხები საჭიროებს მთავრობის რეაგირებას.

ფაიკ ოზთრაქმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი: 

_ პიროვნული თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საყოველთაო ღირებულებების პატივისცემა ნატოში გაწევრიანების წინაპირობაა. ეს არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის კიდევ ერთი კრიტიკული გამოცდა იყო; მისი შედეგი კიდევ ერთი ასეთი გამოცდა იქნება. ახლა ჩემი მოვალეობაა ჩემს ანგარიშში ავსახო ამ არჩევნების შესახებ ჩემი მოსაზრებები – არჩევნების ადმინისტრირებიდან ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებამდე, რათა ასამბლეამ შეძლოს გამოიკვლიოს, თუ ყველაზე უკეთ როგორ დაეხმარება ქართველ ხალხს, რომელმაც არაერთხელ დაგვანახა, რომ მას სურს დემოკრატიული საქართველო ევროკავშირსა და ნატოში იხილოს.


ოუენ მერფი, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: 

_ მიუხედავად იმისა, რომსაქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში  წინასარჩევნო კამპანიამ ქართველ ამომრჩეველს ფართო არჩევანი შესთავაზა, რაც დადებითი მოვლენაა, თუმცა არჩევნების მხოლოდ დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისად ჩატარება არ არის საკმარისი. ქვეყანაში არსებული მძაფრი პოლარიზაცია, ამომრჩევლებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე შეუსაბამო ზეწოლის ფაქტები და დაძაბულობა, რომელიც კეჭისყრის დღეს ვიხილეთ, ნათლად გვაჩვენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაი:

_ ერთი თვის წინ, წინასაარჩევნო დელეგაციას ვხელმძღვანელობდი. ჩვენ იმ დროს დასკვნა გამოვიტანეთ, რომ პოლიტიკურმა სივრცემ უპრეცედენტო დონეებს მიაღწია, რადგან ეს ფაქტობრივად დე-ფაქტო რეფერენდუმი გახლდათ საქართველოს ტრაექტორიის და საგარეო გზის მიმართ. სწორედ ეს იყო ძირითადი საკითხები, რასაც ჩვენი მისიის განმავლობაში ყურადღებას ვაქცევდით. ყურადღებას გავამახვილებ იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ და მინდა ჩვენი შეშფოთება გამოვხატოთ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.

არჩევნების ხარისხი იმ ტენდენციას ასახავდა, რაც ჩვენ წინასაარჩევნო გარემოშიც და პერიოდშიც შევამჩნიეთ. ამაში შედიოდა შეკითხვები სახელმწიფო ინსტიტუციების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაშფოთებდა სიძულვილის ენა სამოქალაქო საზოგადოების და განსხვავებული შეხედულებების მიმართ, რაც ასევე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას უკავშირდება, რამაც ასევე განხეთქილება შემოიტანა. დაკვირვების დროს, კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს, ჩვენ შევამჩნიეთ შემთხვევები, როცა ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ხმის დუბლირება, განსაკუთრებით, სოფლად. ჩვენი გამოცდილებით დავაკვირდით ორ სამყაროს - ანუ ორი სამყარო არსებობდა, ერთი საარჩევნო უბანზე იყო, სადაც შიგნით, ხმის მიცემის პროცესი კარგად ადმინისტრირებული იყო, ხოლო მეორე სამყარო, ეს იყო გარეთ, საარჩევნო უბნების გარეთ. საარჩევნო უბნების წინ მმართველი პარტიის კამერების არსებობა და ასევე ამომრჩევლების აღრიცხვა ზეწოლის კლიმატს ქმნიდა და ასევე, პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება. შეგრძნება იყო ასეთი, რომ დიდი ძმა გვიყურებს. ასევე, არათანაბარი პირობები და ნაკლოვანებები იყო პროცესის დროს, შესაბამისად, ეს ძირს უთხრის, მისი შედეგების დამაჯერებლობას და მის სამართლიანობას. ასევე უნდა აღინიშნოს, როცა ჩვენ სოფლებში უბანზე არჩევნებს ვაკვირდებოდით, ერთ-ერთი დამკვირვებლის მანქანას ვანდალურად თავს დაესხნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ საკითხებს ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ეს დაკავშირებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან. მადლობა მინდა ჩვენს დელეგაციას გადავუხადო, 31 წევრი იყო ჩვენი მისიიდან, 21 სხვადასხვა წევრი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩვენი დამკვირვებლები, ჩვენთან ასევე იყვნენ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც. უფრო ვრცელ ანგარიშს და რეკომენდაციებს წარმოვადგენ, ეს გაკეთდება სტრასბურგში ჩვენს შემდეგ პლენარულ სხდომაზე.

სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო პერიოდა და უშუალოდ კენჭისყრის დღეს 42 ქვეყნის წარმომადგენელი 529 დამკვირვებლით მუშაობდა. მათ შორის იყო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ გამოგზავნილი 380 ექსპერტი, გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) 60 პარლამენტარი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 39-წევრიანი დელეგაცია (PACE), ევროპარლამენტის 12-წევრიანი დელეგაცია (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 38-წევრიანი დელეგაცია (NATO PA).


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი