ამერიკულმა აუდიტმა Pro V&V-მ კომპეტენტური დასკვნით, გააცამტვერა ნაცსექტის ბრალდებები ვერიფიკატორებში ე.წ. მანიპულაციებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 27 ოქტომბერი 2024, 15:29
ვითომ მედასავლეთე ნაცრიდიკალები ბოდვებში არიან ელექტრონული არჩევნების ე.წ. "გაყალბებაზე," ხოლო აშშ-ის აუდიტორები კომპანია Pro V&V-დან ელექტრონული აპარატების გამართულობაზე აქცენტირებენ,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე. 

აბაშიძის თქმით,  არაერთხელ დადასტურდა, რომ კოლექტიური "ნაცების" ე.წ. პროდასავლურობა მხოლოდ ევროპიდან და აშშ-დან მიღებული ფულითაა განპირობებული, რეალურად კი  რადიკალთა პრიორიტეტი ხელისუფლების მიტაცებაა.

მისივე თქმით, ცესკოში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკულმა აუდიტმა Pro V&V-მ კომპეტენტური დასკვნით, გააცამტვერა ნაცსექტის ბრალდებები ვერიფიკატორებში ე.წ. მანიპულაციებზე.

„ვითომ მედასავლეთე ნაცრიდიკალები ბოდვებში არიან ელექტრონული არჩევნების ე.წ. "გაყალბებაზე," ხოლო აშშ-ის აუდიტორები კომპანია Pro V&V-დან ელექტრონული აპარატების გამართულობაზე აქცენტირებენ.

არაერთხელ დადასტურდა, რომ კოლექტიური "ნაცების" ე.წ. პროდასავლურობა მხოლოდ ევროპა-აშშ-დან მიღებული ფულითაა განპირობებული, რეალურად რადიკალთა პრიორიტეტია ხელისუფლების მიტაცება.

ცესკოში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკულმა აუდიტმა Pro V&V-მ კომპეტენტური დასკვნით, გააცამტვერა ნაცსექტის ბრალდებები ვერიფიკატორებში ე.წ. მანიპულაციებზე. 

Pro V&V ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც გააჩნია აშშ-ში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ამერიკაში და არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს. კომპანია თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის.
შესაბამისობის აუდიტის დასკვნის თანახმად:

საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან.

ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.

_ ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში.

_ ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა.

_ აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია,“- წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? "ნაცების" დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია
რადიკალები გამოხატავენ არა ხალხის ნებას, არამედ გლობალური მოთამაშეების ხელში პაიკების როლს ასრულებენ
დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
არქივი