ილია თოფურიამ ამერიკელი მაქს ჰოლოუეი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 27 ოქტომბერი 2024, 13:56

აბუ დაბიში UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ამერიკელი მაქს ჰოლოუეი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

როგორც თოფურია აცხადებს, მოპოვებული გამარჯვება მთელ საქართველოს ეკუთვნის და იმედოვნებს, რომ მას ბევრი ბავშვი მაგალითისთვის გამოიყენებს.

„პირველი რაუნდი რთული იყო, ფეხიც ვიტკინე და ჭიდაობა დავიწყე. დროთა განმავლობაში მეტის საშუალება მეძლეოდა და ვიცოდი, ჩემი მომენტი დადგებოდა. გამარჯვების მომენტი ძალიან ემოციური იყო. ვიცოდი, პირველი მებრძოლი ვიქნებოდი, ვინც მაქს ჰოლოუეის ნოკაუტით მოუგებდა, თუმცა ამის რეალობად ქცევა ამაღელვებელი იყო. მალე გავიაზრე, რომ ერთ წელში ვოლკანოვსკისა და ჰოლოუეის ნოკაუტით ვძლიე.

შემოევლოს ჩემი თავი ქართველ გულშემატკივარს. მადლობა ყველას, ვინც აქ ჩემს მხარდასაჭერად ჩამოვიდა. ეს გამარჯვება არამხოლოდ მე, არამედ მთელ საქართველოს ეკუთვნის. იმედია, ბევრი ბავშვისთვის მაგალითიც იქნება და ამ ყველაფერს გამოიყენებენ. აზრი არ აქვს, საიდან მოდიხარ, თუ იცი, საით მიდიხარ, გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 16 შეხვედრის შემდეგ თოფურიას 16 გამარჯვება აქვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი