3085 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 54.27 %-ს შეადგენს, მეორე ადგილზე გასული „კოალიცია ცვლილებისთვის“ კი ხმების 10.806 %-ს იღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
24 27 ოქტომბერი 2024, 09:09

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 54.273%-ით ( 1 114 936 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3085 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.164%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 10.806 % (221 992 ხმა) მიიღო.

„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 10.094% (207 353) მოიპოვა;

„ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.752 % (179 795 ხმა) აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი - 7.75 % (159 204 ).

არჩევნებზე სულ 3111 უბანი იყო გახსნილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი