გიორგი კალანდარიშვილი: დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის - საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 26 ოქტომბერი 2024, 22:09

არჩევნების დღე შეაჯამა. ცესკოში გამართულ ბრიფინგზე მან ელექტრონულ სისტემაზე მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მედიას, ამომრჩევლებს და საარჩევნო მოხელეებს.

„დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვის - საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. სწორედ დღეს, პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპი წარმატებით განხორციელდა. არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. დღის განმავლობაში სხვადასხვა გამოკვეთილ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა მყისიერი რეაგირებები, რასაც საარჩევნო პროცესზე და, მით უმეტეს, შედეგებთან მიმართებაში გავლენა არ ჰქონია.

ამომრჩეველთა აქტივობა და ის ფაქტი, რომ პროცესი წარიმართა ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე, ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაუწია ორგანიზება არჩევნებს. ამომრჩევლები ტექნოლოგიების გამოყენებით მარტივად, შეუფერხებლად აკეთებდნენ არჩევანს.

ეს , რა თქმა უნდა, იმის შედეგია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა სწორად, მიზანმიმართულად დაგეგმა და, შესაბამისად, ეფექტიანად განახორციელა.

თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამომრჩეველთა ინფორმირების, ქცევის ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული უპრეცედენტო და ფართომასშტაბიანი კამპანია. გაიმართა შესაბამისი ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა. ასევე, განხორციელდა საარჩევნო პროცესში რისკების დაზღვევაზე ორიენტირებული საქმიანობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და სხვა არაერთი ნოვაციური პროექტი. ჩვენთან ერთად არჩევნების წარმატებით წარმართვაში რა თქმა უნდა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამომრჩევლებმა, ასევე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები საარჩევნო პროცესში.

ასევე, რა თქმა უნდა, მედიამ, რომელმაც როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეს უზრუნველყო საარჩევნო პროცესების გაშუქება და ამომრჩეველთა ინფორმირება. გაწეული მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და მედიებს იმ სხვადასხვა დიალოგის თუ სამუშაო პლატფორმებში ჩართულობისთვის, სადაც ჩვენ კონსტრუქციული ურთიერთობისა და თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი პროცედურა და პროცესი ერთობლივად დავხვეწეთ და განვავითარეთ.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის მადლობას ვუხდი ამომრჩევლებს და, რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირებისთვის მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, რომლებმაც ზოგ შემთხვევაში უპრეცედენტო ზეწოლისა და უსაფუძვლო ბრალდებების ფონზეც კი განახორციელეს თავიანთი საქმიანობები, მაგრამ შეძლეს და კენჭისყრის პროცესი შეუფერხებლად წარმართეს“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი