ცესკო: არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 26 ოქტომბერი 2024, 21:50

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ინციდენტები და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ყველა შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა ოპერატიული რეაგირება კანონის შესაბამისად.

„ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2 060 412, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94% პროცენტს შეადგენს. ეს არ არის საბოლოო მონაცემი, ვინაიდან ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება.

ამ წუთებში საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები. ამდენად ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრი ამ დროისთვის კვლავ აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ არჩევნების შედეგები უმოკლეს ვადებში იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის.

როგორც იცით შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში იგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს.

ამ დროისთვის სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge უკვე ატვირთულია ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილი 1000-ზე მეტი კენჭისყრის წინასწარი შედეგების ანგარიში, ე.წ ქვითარი.

მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისთვის, როგორც პროცესმა აჩვენა, ისინი მარტივად ადაპტირდნენ ახალ ტექნოლოგიებთან. ასევე მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას.

ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შემოსულია 337 საჩივარი. ძირითადად საჩივრები დაწერილია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ფარულობის დარღვევა, მარკირების წესის დარღვევა, უბნის გარეთ მომხდარი ფაქტები, აგიტაციის წესის დარღვევა, დამკვირვებლის/წარმომადგენლის უფლებების დარღვევა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია ცესკოს ოფიციალურ Facebook-სა და Youtube-ზე განხორციელდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის დროულად მიწოდებას. დილის 06:45 წუთიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. კონტაქტ-ჰაბის თანამშრომლებმა ამ დრომდე უპასუხეს 3000 -მდე ზარს და 900-დე შეტყობინებას“, - აღნიშნეს ცესკოში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი