არზუ ნაღიევი - საქართველოში არჩევნები ყველა საერთაშორისო წესის დაცვით გაიმართა, ინციდენტები არ ყოფილა, ქართველი ხალხი ირჩევს საკუთარ მომავალს და წარმატებას ვუსურვებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 26 ოქტომბერი 2024, 19:43

საქართველოში არჩევნები ყველა საერთაშორისო წესის დაცვით გაიმართა, ინციდენტები არ ყოფილა. ქართველი ხალხის არჩევანია, ისინი ირჩევენ საკუთარ მომავალს და მათ წარმატებას ვუსურვებთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, არზუ ნაღიევმა განაცხადა.

მისი თქმით, მილი მეჯლისის 8-კაციანი დელეგაცია რუსთავსა და თბილისში უამრავ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და არავითარი ინციდენტი არ დაუფიქსირებია.

„11:00 საათისთვის დიდკი უბნებში, სადაც1500 და 2500 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ამომრჩეველთა 20 პროცენტზე მეტს ჰქონდა ხმა მიცემული. მთავარი არის ის, რომ პირველად პროპორციული სისტემით იმართება არჩევნები და გამოყენებულია ელექტრონული მანქანები. ამომრჩეველი როდესაც ხმას აძლევს და ყუთში აგდებს ბიულეტენს, ეს ფიქსირდება ელექტრონულად. არავითარი ინციდენტები არ ყოფილა. ამის შემდეგ გავემგზავრეთ თბილისში. 10-ზე მეტ უბანზე მივედით საბურთალოზე, ვაკეში. არსებობს მოქალაქეების დიდი ინტერესი, ვნახეთ რიგები სარჩევნო უბნებთან. უბნებზე, სადაც მივედით ინციდენტები არ ყოფილა. ჩვენ ვიკითხეთ და გვითხრეს, რომ უკვე ამომრჩეველთა 50-მა პროცენტმა მისცა ხმა“, – განაცხადა არზუ ნაღიევმა.

მისი თქმით, არჩევნებზე ყველაფერი სტანდარტების შესაბამისი იყო.

„არჩევნები გაიმართა ყველა საერთაშორისო წესის დაცვით. ინციდენტები არ ყოფილა. საბოლოო ჯამში ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ისინი ირჩევენ საკუთარ მომავალს და წარმატებას ვუსურვებთ. აზერბაიჯანელი დამკვირვებლების დელეგაციის ხელმძღვანელის სახელით ვიტყვი, რომ ყველაფერი იყო სტანდარტების შესაბამისი. ჩვენ კმაყოფილები ვართ და ის რომ არჩევნები ელექტრონულად იმართებოდა, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა არზუ ნაღიევმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი