94
26 ოქტომბერი 2024, 17:24
მშვიდად მიმდინარეობს ყველაფერი. ძალიან კარგი შთაბეჭდილება მრჩება, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ულრიხ ზინგერმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს მარნეულში, 26-ე საარჩევნო უბანზე აკვირდება.
„ხმის მიცემის პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს. ყველა, ვისაც სურს ხმის მიცემა, თავისუფლად აკეთებს ამას. ერთ-ერთი პიროვნება არასწორად მოვიდა საარჩევნო უბანზე და გადაამისამართეს შესაბამის უბანზე, რაც სწორი ქმედება იყო. არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მშვიდად მიმდინარეობს ყველაფერი. ძალიან კარგი შთაბეჭდილება მრჩება. აქტივობაც საკმაოდ მაღალია. ეს არის თავისუფალი არჩევნები, კენჭისყრა ფარულად მიმდინარეობს. ხმის მიცემას აქ არავის აიძულებენ და ვერც აიძულებენ, ეს შეუძლებელია. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამ ელექტრონულ სისტემას გერმანიაშიც დავნერგავთ. ძალიან კარგია, რომ ხმები ორჯერ დაითვლება და ეს კიდევ უფრო მეტად გამორიცხავს რაიმე შეცდომის დაშვების რისკს”, - განაცხადა ულრიხ ზინგერმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |