„ამომრჩეველთა ლიგის“ წარმომადგენელი: ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არიან, გვაქვს სიმშვიდე. ისეთ უხეშ დარღვევას, რომელიც რაიმე ტიპის ზეგავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგზე, ადგილი არ ჰქონია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
19 26 ოქტომბერი 2024, 16:37
დღევანდელი მოცემულობით, ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არიან, გვაქვს სიმშვიდე. ისეთ უხეშ დარღვევას, რომელიც რაიმე ტიპის ზეგავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგზე, ადგილი არ ჰქონია, - განუცხადა „ამომრჩეველთა ლიგის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

„ამომრჩეველთა ლიგა“ დღეის მდგომარეობით აკვირდება 100-ზე მეტ საარჩევნო უბანს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით. დღევანდელი მოცემულობით, ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არიან, გვაქვს სიმშვიდე. ისეთ უხეშ დარღვევას, რომელიც რაიმე ტიპის ზეგავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგზე, ადგილი არ ჰქონია. დილას დაფიქსირდა მცირედი დარღვევა, როდესაც გურიაში, სოფელ ბახვაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უშუალოდ კენჭისყრის კაბინაში შეჰყვა ამომრჩეველს და ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე“, - აღნიშნა „ამომრჩეველთა ლიგის“ წარმომადგენელმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დილით ამბობენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, საღამოს პროკურატურიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ვერაფერი მიიტანეს. მათმა პატრონებმაც უცხოეთში და მხარდამჭერებმაც საქართველოში, ხელი ჩაიქნიეს
პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა სარჩელები ერთდროულად განიხილება - განხილვის მაქსიმალური ვადა ერთი თვეა, დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის უარზე ითანამშრომლოს პროკურატურასთან არჩევნების ეგრეთ წოდებული გაყალბების საქმეზე: არ თანამშრომლობენ, შეიძლება, სწორი ტერმინიც არ იყოს, ვერ ითანამშრომლებენ, ვერსიაც კი არ გააჩნიათ
ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ გამოძიებას, რათა საბოლოოდ გაეცეს ყველა შესაძლო კითხვას პასუხი
არქივი