36
26 ოქტომბერი 2024, 15:58
გლდანის მე-60 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ირაკლი ეძგვერაძის უბანზე მისვლას მოჰყვა, რომელიც ახალგაზრდების დაჯგუფებასთან ერთად მოვიდა.
მას ცესკოს ადგილობრივმა წარმომადგენელმა ურჩია, რომ გასულიყო ტერიტორიიდან, რადგან მას არ ჰქონდა ადგილზე ყოფნის უფლება და შესაბამისი ბეიჯი. ის არ დაემორჩილა მითითებას და ამის შემდეგ დაიწყო მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სიტუაცია მალევე, სამართალდამცავების საშუალებით განიმუხტა. ახლა ამომრჩეველს საშუალება აქვს ხმის მიცემა მშვიდ ვითარებაში გააგრძელოს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |