16
26 ოქტომბერი 2024, 15:02
მეუფე შიომ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის განცხადებით, საჭიროა განვითარება და საღმრთო გზით სიარული.
„დღეს ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში მოვლენები ისე ვითარდება, რომ იმისთვის რომ ერმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მომავალ მსოფლიოს მოწყობაში, წესრიგში, არის აუცილებელი მთავარი ღირებულებების გადარჩენა და შენარჩუნება. ეს არის ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები და ეკლესია. მაქვს იმედი, დღევანდელი დღე, არჩევნები იქნება საწინდარი და დიდი გადადგმული ნაბიჯი ამ მიზნისკენ“, - განაცხადა მეუფემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |