დავით ჩიხელიძე სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე: ისინი არა არჩევნების დაკვირვებას, არამედ პროცესის დაზიანებასა და ხელისშეშლას აპირებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 25 ოქტომბერი 2024, 19:59

კიდევ ერთხელ მიწევს საუბარი ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, სამწუხაროდ, ისინი არა არჩევნების დაკვირვებას, არამედ პროცესის დაზიანებას და ხელის შეშლას აპირებენ, როგორ შეიძლება დამკვირვებელი გერქვას და ამომრჩეველს ბიულეტენის დაზიანებას, მისი ქიუარკოდის გადახაზვასდაკეცვას და ა.შ. ასწავლიდე, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

ჩიხელიძის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო პროცესს და ზღუდავს მის გამჭვირვალობას. მისივე თქმით, სახეზეა დამკვირვებლის ინსტიტუტის სრული ჩამოშლა, მათი უფლება-მოვალეობის აღრევა, რაც საბოლოო ჯამში აღნიშნული ორგანიზაციების კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებს.

„კიდევ ერთხელ მიწევს საუბარი ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ, სამწუხაროდ ისინი არა არჩევნების დაკვირვებას, არამედ პროცესის დაზიანებას და ხელის შეშლას აპირებენ, როგორ შეიძლება დამკვირვებელი გერქვას და ამომრჩეველს ბიულეტენის დაზიანებას, მისი ქიუარკოდის გადახაზვასდაკეცვას და ა.შ. ასწავლიდე, ეს არ არის სადამკვირვებლო მისიის საუკეთესო პრაქტიკა, აღნიშნული ქმედება მნიშვნელოვნად აზიანებს საარჩევნო პროცესს და ზღუდავს მის გამჭვირვალობას. ყალბი სადამკვირვებლო ორგანიზაციებში, ასევე მრავლად ვხედავთ დილეტანტ ხელმძღვანელებს, რომლებიც დამკვირვებელს მარკირების დამოუკიდებლად შემოწმებას ავალებენ, მარკირების სპეციალური სანათით შემოწმების კანონიერი უფლება მხოლოდ და მხოლოდ კომისიის წევრს აქვს, დამკვირვებლის მიერ მარკირების შემოწმება არ ხდება (შემოწმების პროცესში მონაწილეობა და დაკვირვება დაშვებულია). როგორც ხედავთ, სახეზე გვაქვს დამკვირვებლის ინსტიტუტის სრული ჩამოშლა, მათი უფლება-მოვალეობის აღრევა, რაც აღნიშნული ორგანიზაციების კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებს. როგორ შეიძლება ვენდოთ სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, რომელიც ერთის მხრივ პარტიულია, მეორე მხრივ, კი კვალიფიკაციის ნაკლებობას განიცდის და მოსახლეობას საარჩევნო პროცესის დაზიანებისკენ მოუწოდებს,“- წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? "ნაცების" დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია
რადიკალები გამოხატავენ არა ხალხის ნებას, არამედ გლობალური მოთამაშეების ხელში პაიკების როლს ასრულებენ
დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
არქივი