დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებაზე: კოლექტიური დასავლეთი აღშფოთებულია ჩვენი სუვერენიტეტის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ქართულ სახელმწიფოს აქვს გამბედაობა, დაარეგისტრიროს ქართული გამჭვირვალობის კანონი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 24 ოქტომბერი 2024, 19:33

კოლექტიური დასავლეთის რიტორიკა არ იცვლება, ისინი საქართველოს ხელისუფლების ქმედების გამო კვლავ შეშფოთება - აღშფოთებას გამოთქვამენ, კოლექტიური დასავლეთი აღშფოთებულია ჩვენი სუვერენიტეტის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ქართულ სახელმწიფოს აქვს გამბედაობა, დაარეგისტრიროს ქართული გამჭვირვალობის კანონი (სტრასბურგმაც ცალსახად დაადგინა, რომ ქართულ კანონს რუსულთან კვეთის წერტილი არ აქვს),- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ევროპარლამენტარ - ანა ფოტიგას განცხადებას, რომლის თქმითაც, დროა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაწესდეს.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, „კოლექტიური დასავლეთი“ შეშფოთებულია საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, ასევე, პრესის და გამოხატვის თავისუფლების მაღალი ხარისხით.

„კოლექტიური დასავლეთის რიტორიკა არ იცვლება, ისინი საქართველოს ხელისუფლების ქმედების გამო კვლავ შეშფოთება - აღშფოთებას გამოთქვამენ, კოლექტიური დასავლეთი აღშფოთებულია ჩვენი სუვერენიტეტის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ქართულ სახელმწიფოს აქვს გამბედაობა, დაარეგისტრიროს ქართული გამჭვირვალობის კანონი (სტრასბურგმაც ცალსახად დაადგინა, რომ ქართულ კანონს რუსულთან კვეთის წერტილი არ აქვს), შეშფოთებულები არიან საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, პრესის და გამოხატვის თავისუფლების მაღალი ხარისხით და ა.შ. ხედავთ ხომ როგორი გულანთებული „მეგობრები“ გვყავს.

ახლახან ევროპარლამენტარმა ფოტიგამ და თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე და არჩევნებზე ისაუბრეს, რა თქმა უნდა შეშფოთების ფონზე... როგორც ეს ადამიანები ამბობენ, ისინი ინფორმაციას ქართველი სანდო ექსპერტებისგან იღებენ. საინტერესოა იმ ექსპერტების ვინაობა, რომელთაც კოლექტიური დასავლეთი ენდობა, ქართველ ხალხს აქვს სრული უფლება იცოდეს, ვინ ახდენს დასავლეთში არასწორი ინფორმაციის ტრანზიტს, რომელიც საქართველოს კრიტიკის სახით უბრუნდება.....

ვარაუდის დონეზე, ხომ ვიცით ე.წ. სანდო ექსპერტების სახელები, რომელთა რეპორტებს დასავლეთი ეყრდნობა, მაგალითად ეკა გიგაური, ადამიანი რომელიც კონგრესში გამოსვლის დროს საქართველოს აკრიტიკებს, ლომჯარია, ცალფეხზე მდგომი ბურჯანაძე, კაკაჩია და სხვები, რომლებმაც დასავლეთში „სანდოობა“ საქართველოს კრიტიკით და არასწორი ინფორმაციის მიწოდებით მოიპოვეს!“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? "ნაცების" დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია
რადიკალები გამოხატავენ არა ხალხის ნებას, არამედ გლობალური მოთამაშეების ხელში პაიკების როლს ასრულებენ
დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
არქივი