დავით ჩიხელიძე: სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტების ნახევარზე მეტი, ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში იმყოფება - გამოჩნდა, დასავლეთის მიერ გადმორიცხული თანხა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესებს ემსახურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 22 ოქტომბერი 2024, 15:03

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ 102 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 37 ორგანიზაცია პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ პარტიებთან.

ჩიხელიძის თქმით, ნათლად გამოჩნდა რას და ვის ინტერესებს ემსახურება დასავლეთის მიერ გადმორიცხული თანხა, ის არა სამოქალაქო სექტორის განვითარებას, არამედ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესებს ემსახურება.

„გივი მიქანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, განსაკუთრებით საინტერესო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და კოლექტიური დასავლეთისთვის იქნება, რადგან ნათლად გამოჩნდა რას და ვის ინტერესებს ხმარდება დასავლეთის მიერ გადმორიცხული თანხა, ის არა სამოქალაქო სექტორის განვითარებას, არამედ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესებს ემსახურება.

სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტების ნახევარზე მეტი, ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში იმყოფება, რაც მათ მიერ მომავალში დასაწერი ანგარიშების დისკრედიტაციას იწვევს, როგორ შეიძლება, ნაციონალური მოძრაობის და სხვა სუბიექტების შემომწირველმა ორგანიზაციებმა, მიუკერძოებელი, ობიექტური ანგარიში დაწეროს?“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა კაკაბაძე: ტრამპის დიპლომატია იმდენად გააქტიურებული და დაჩქარებულია, რომ რომის პაპის დაკრძალვის პერიოდშიც კი გამოინახა დრო უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად
მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
თენგიზ შარმანაშვილი NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშზე: საქართველო არ ახსენეს გარკვეული ტენდენციების გამო, მაგრამ უკრაინა? -აი, ეს არის რეალური პოლიტიკა, მოგვწონს თუ არა ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
გია აბაშიძე: საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელები აშშ-ში მართავენ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაღაც არ იგრძნობა ეს ე.წ. იზოლაცია
არქივი