მამუკა მდინარაძე: რაც არ უნდა ხდებოდეს, არავის გადასცეთ თქვენი პირადობის მოწმობა, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა და ყველას გთხოვთ, აიღოთ პასუხისმგებლობა როგორც მონაწილეობაზე, ასევე თქვენს არჩევანზე!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
95 22 ოქტომბერი 2024, 14:12

როგორც ჩანს, პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა მთავარ ფეიკ თემად უნდათ რომ აქციონ, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

„ამავე დროს, ამოვარდა ინფორმაციები, რომ აგენტურული ოპოზიცია აორგანიზებს მსგავს მავნებლობებს და ცდილობენ გაღმა შედავების პრინციპით იმოქმედონ (ზუგდიდი, თელავი და სხვ. თავად უკეთ მიხვდებიან…

ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ, ყველას, ვინც საარჩევნო პროცესებშია ჩართული, პირველ რიგში ქართული ოცნების აქტივს:

საერთოდ არაფერში გვჭირდება თუნდაც მცირე გადახვევაც კი კანონის ჩარჩოებიდან. რომც გვჭირდებოდეს, არ ვიკადრებთ! ამიტომ, თუკი ვინმე, ნებისმიერ დონეზე, იტყვის, რომ ან პირადობის მოწმობის გამორთმევა ამომრჩევლისთვის, ან სხვაგვარი კანონდარღვევა უნდა ჩაიდინოს, მიუთითეთ ამ განცხადებაზე და უთხარით, რომ პირიქით, ეს არის მავნებლობა, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს.

რაც შეეხება ამომრჩეველს, მივმართავ ყველას, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად:

რაც არ უნდა ხდებოდეს, არავის გადასცეთ თქვენი პირადობის მოწმობა, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა და ყველას გთხოვთ, აიღოთ პასუხისმგებლობა როგორც მონაწილეობაზე, ასევე თქვენს არჩევანზე! ამ არჩევნების შედეგებზე ისეა ქვეყნის მომავალი დამოკიდებული, როგორც არასდროს!

თითოეული ხმა გადამწყვეტია და არავის მიცეთ უფლება, ჩაერიოს თქვენ არჩევანში!

ხვალ კი, საღამოს შვიდზე, გელოდებით თავისუფლებაზე რეალური თავისუფლებისთვის და ღირსეული, ტრადიციული, ქრისტიანული ევროპისთვის!
მხოლოდ მშვიდობით,
ღირსებით,
კეთილდღეობით,
ევროპისკენ!“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაზე ეჭვები მხოლოდ უბადრუკ, კორუმპირებულ და მტრულად განწყობილ პოლიტიკანებს აქვთ
გია აბაშიძე: საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელები აშშ-ში მართავენ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაღაც არ იგრძნობა ეს ე.წ. იზოლაცია
ზურაბ ქადაგიძე: ვიცე-პრემიერის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შტატებში ვიზიტი და უმაღლეს საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრები, კიდევ ერთი ხაზგასმაა, საქართველოს, როგორც ევროპა აზიის გზაჯვარედინის როლისა
გიორგი ცუცქირიძე სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტზე: ნიშანდობლივია, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი
ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო იმისთვისაა, რომ ორგანიზაციებს ეროვნული დაფინანსების წყარო გაუჩნდეთ. 20 მილიონი დიდი თანხა არაა, მაგრამ საკმარისია, რომ სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყანაში არ იყოს მიბმული უცხოურ ფულზე
არქივი