ნინო ფოჩხუა: ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ დემოკრატიასა და ეკონომიკურ წინსვლის ფაქტებს, შიდა და გარე მტრები ვერსად გაექცევიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
22 22 ოქტომბერი 2024, 12:59

რაც არ უნდა უარყონ და სიცრუე უწოდონ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ დემოკრატიას და ეკონომიკურ წინსვლას, დღევანდელი გახსნილი საინფორმაციო ველის პირობებში, შიდა და გარე მტრები ფაქტებს ვერსად გაექცევიან, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ პირობებში, უმუშევრობა განახევრდა.

ფოჩხუას განცხადებით, ახლა მთავარია ყველამ ერთად გავაფორმოთ მიღწეული შედეგები და 26 ოქტომბერს გაკეთებული არჩევანით, მალე მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი.

„რაც არ უნდა უარყონ და სიცრუე უწოდონ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ დემოკრატიას და ეკონომიკურ წინსვლას, დღევანდელი გახსნილი საინფორმაციო ველის პირობებში, შიდა და გარე მტრები ფაქტებს ვერსად გაექცევიან.

2012 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 26,7%-ი იყო, ჩვენმა ხელისუფლებამ, მიუხედავად უპრეცედენტო რყევებისა, შეძლო და უმუშევრობა შეამცირა 13,7%-მდე.

პროგნოზით და არა ზეპირად 4 წელიწადში სიღარიბე კიდევ დაიკლებს 4%-მდე, ეს კი იმაზე დაბალია, ვიდრე ევროპაში საშუალო მაჩვენებელი, რაც 6%-ს შეადგენს.

ასე რომ სინათლე უკვე გამოჩნდა გვირაბში, ახლა მთავარია ყველამ ერთად გავაფორმოთ მიღწეული შედეგები, რასაც 26 ოქტომბერს წერტილი უნდა დავუსვათ და სულ მალე მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი“ - წერს ნინო ფოჩხუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი