შალვა პაპუაშვილი: ყველამ, შინ და გარეთ უნდა გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მათმა მოწოდებებმა - რაც არ მოგწონს მოლდოვაში, არ შეიძლება თავად გააკეთო საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
108 21 ოქტომბერი 2024, 16:33

საქართველო განვითარების მნიშვნელოვან პერიოდს გადის. ქართულ პოლიტიკაში ნელა, მტკივნეულად, მაგრამ მაინც მკვიდრდება ისეთი აუცილებელი პრინციპი, როგორიცაა პასუხისმგებლობა”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ყველამ შინ და გარეთ უნდა გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მათმა მოწოდებებმა, რეზოლუციებმა, განცხადებებმა.

მისი თქმით, რაც არ მოგწონს მოლდოვაში, არ შეიძლება თავად გააკეთო საქართველოში.

,,საქართველო განვითარების მნიშვნელოვან პერიოდს გადის. ქართულ პოლიტიკაში ნელა, მტკივნეულად, მაგრამ მაინც მკვიდრდება ისეთი აუცილებელი პრინციპი, როგორიცაა პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე, ქმედებებზე, მოწოდებებზე ხალხის და ქვეყნის წინაშე.

სიტყვების ჰაერში სროლა მარტივია, სიტყვებით გამოწვეულ ტყვიების სროლაზე პასუხისმგებლობას კი ყველა ემალება. უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი საქართველოს მოსახლეობამ უკვე ნახა 1990-იან წლებში, 2008 წელს და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენჯერ.

ყველამ შინ და გარეთ უნდა გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მათმა მოწოდებებმა, რეზოლუციებმა, განცხადებებმა.

მადლობა ევროკავშირის 14 წევრ ქვეყანას, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდა საკუთარ როლს და არ შეუერთდა ამ განცხადებას. მნიშვნელოვანია, რომ ტექსტს, რომელიც ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენით საქართველოს არჩევნებში ჩარევაა, ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

რაც არ მოგწონს მოლდოვაში, არ შეიძლება თავად გააკეთო საქართველოში.

რაც შეეხება "ბოდვას". ბოდვა ისეთი უნდა, წამების სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას რომ მოსთხოვ საქართველოს”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
ზურაბ ჯაფარიძე - არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველის გამზირზე ყოფნა, მაგრამ ეს ყველაფერი თუ გესმის, საკუთარ რაღაცნაირ გრაფიკს შეადგენ
გია აბაშიძე: დავით დოიაშვილი არაა თავისუფლებისთვის ე.წ. მებრძოლი, ის ნაცრეჟიმის ანგარებიანი მეხოტბეა-შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივ დარღვევაზე „ტანჯულის მანტიის მოსხმა“ სრული ნაგვობაა
ავთანდილ ცინცაძე: 2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი, რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შესტკივათ!
დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია
არქივი