დავით ჩიხელიძე: ოპოზიციური პარტიებიდან ხალხის გადინების ტენდენცია გრძელდება, მათი გამარჯვების არათუ მხარდამჭერებს, არამედ საკუთარი პარტიის წევრებსაც აღარ სჯერათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 19 ოქტომბერი 2024, 17:54

ოპოზიციური პარტიებიდან ხალხის გადინების ტენდენცია გრძელდება, საქმე თვითგამორკვევასთან გვაქვს, ოპოზიციის და მათი გამარჯვების არათუ მხარდამჭერებს, არამედ საკუთარი პარტიის წევრებსაც აღარ სჯერათ, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, ბოლო დროს, ოპოზიციური პარტიებიდან ხალხის გადინებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, ვინაიდან ისინი ხვდებიან, რომ ოპოზიციის ლიდერებს არა ქვეყნის ბედი, არამედ საკუთარი კეთილდღეობა, საკუთარი ჯიბე და ამბიციები აინტერესებთ, სახელმწიფო და ხალხი კი მათთვის მეორეხარისხოვანია.

„ოპოზიციური პარტიებიდან ხალხის გადინების ტენდენცია გრძელდება, საქმე თვითგამორკვევასთან გვაქვს, ოპოზიციის და მათი გამარჯვების არათუ მხარდამჭერებს, არამედ საკუთარი პარტიის წევრებსაც აღარ სჯერათ. სიმბოლურია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარტიის დატოვების შემდეგ "ქართულ ოცნებას" შეუერთდა, პარტიები ასევე დატოვეს "გახარიას" და "ლელოს" წევრებმა, ლელოდან წასულმა სულხან კოჩალიძემ პირდაპირ განაცხადა "ვემიჯნები მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასასქელებლად გადაწყვიტა". სამწუხაროდ ასეა, ოპოზიციაში მყოფ ადამიანებს არა ქვეყნის ბედი არამედ საკუთარი კეთილდღეობა საკუთარი ჯიბე და ამბიციები აინტერესებთ.

ადამიანები ხვდებიან, რომ მათი ლიდერები ამ შემთხვევაში სააკაშვილი, ხაზარაძე, გახარია უბრალოდ თაღლითები არიან, ზოგიერთი ხანდაზმული თაღლითიც კი, რომელთაც მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ, მათთვის სახელმწიფო და ხალხის ინტერესები მეორეხარისხოვანია!

მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის რიგებიდან ადამიანთა გადინებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, როგორც შექსპირი იტყოდა დანიის (ოპოზიციაში) სამეფოში რაღაც ყარს." - წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
დავით ქართველიშვილი: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია - ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
არქივი