ზაალ ანჯაფარიძე: ბიზნესმენი რომ მედიით მოუწოდებს ხალხს, ხელისუფლება დაამხვეთო, ძვლებს არ უმტვრევენ, ადრე ვინც ეს გაბედა, კი გაისტუმრეს საიქიოში. ამ ყველაფრის გამკეთებლებს, დღეს რომ ხელისუფლებაში უნდათ დაბრუნება, ზნე შეიცვალეს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 19 ოქტომბერი 2024, 14:00

5 ტელეარხზე რომ ზის გალაღებულ-გათავხედებული "ბაბლი," 24/7 ხელისუფლებას ლანძღავს და თან თავისუფლებას ითხოვს, 2012 წლამდე ჰქონდათ ეს თავისუფლება? იატაკქვეშ იყვნენ ჩამძვრალნი მედია და სამოქალაქო სექტორი და აქა-იქ თუ წამოიკნავლებდნენ რამეს. თავად მაინც არ მქონდეს ნანახი, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს ვერავინ გაბედავდა იმ მასშტაბის ბულინგს რასაც ეხლა ბედავენ თავისუფლად. მანვე აღნიშნა, რომ თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში დაბრუნდა გაათმაგებულად გააკეთებენ იმას, რასაც აკეთებდნენ და დასავლეთი მათ ტაშს დაუკრავს, როგორც "ანტი-დასავლურ" ძალებთან მებრძოლებს.

„5 ტელეარხზე რომ ზის გალაღებულ-გათავხედებული „ბაბლი“, 24/7 ხელისუფლებას ლანძღავს და თან თავისუფლებას ითხოვს, 2012 წლამდე ჰქონდათ ეს თავისუფლება? იატაკქვეშ იყვნენ ჩამძვრალნი მედია და სამოქალაქო სექტორი და აქა-იქ თუ წამოიკნავლებდნენ რამეს. თავად მაინც არ მქონდეს ნანახი, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ვინმე გაბედავდა იმ მასშტაბის ბულინგს, რასაც ახლა ბედავენ თავისუფლად? ბიზნესმენი რომ მედიით მოუწოდებს ხალხს, ქუჩაში გამოდით, ხელისუფლება დაამხვეთო, ძვლებს არ უმტვრევენ და მშვიდად აგრძელებს თავის ბიზნესს, ადრე ვინც ეს გაბედა, კი გაისტუმრეს საიქიოში და ა.შ. და ა.შ.

ახლა თავად დაფიქრდით, ამ ყველაფრის გამკეთებლებმა, დღეს რომ ხელისუფლებაში უნდათ დაბრუნება, ზნე შეიცვალეს? არაფერში ეტყობათ. გაათმაგებულად გააკეთებენ იმას, რასაც აკეთებდნენ და დასავლეთი, გარწმუნებთ, მათ ტაშს დაუკრავს, როგორც „ანტი-დასავლურ“ ძალებთან მებრძოლებს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? "ნაცების" დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია
რადიკალები გამოხატავენ არა ხალხის ნებას, არამედ გლობალური მოთამაშეების ხელში პაიკების როლს ასრულებენ
დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ
სულ ცოტა ხანში სლოგანი "ევროპას - კი, ევროკავშირს - არა" მოედება კონტინენტის მთელ სივრცეს...
არქივი